ქვეყნის პრემიერი დღეს ახალ გუბერნატორებს წარადგენს

© photo: Mamuka Bakhtadze / FBსაქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ექვს რეგიონს ახალი გუბერნატორები ეყოლება

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ექვსი რეგიონის: შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის გუბერნატორებს წარადგენს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პრემიერი ახალ გუბერნატორებს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 11:00 საათზე წარადგენს.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ბახტაძე - გუბერნატორების ინსტიტუტს გაძლიერება სჭირდება

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან 26 ივლისს გაათავისუფლა.

თანამდებობები დატოვეს შიდა ქართლის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.

იმერეთს გუბერნატორი მიმდინარე წლის მარტიდან არ ჰყავს. გუბერნატორის მოვალეობას გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებდა. ყოფილმა გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ აღნიშნული თანამდებობა ვანისა და ხონის მაჟორიტარობის შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დატოვა.

თანამდებობები შეინარჩუნეს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ და გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ.

მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გუბერნატორის ინსტიტუტი – საბჭოური წყობის გადმონაშთი?!

საქართველოს მთავრობამ რეგიონული მართვის სერიოზული რეფორმის ჩატარება და გუბერნატორების ინსტიტუტის ეფექტურობის ამაღლება გადაწყვიტა.

აპრემიერ-მინისტრმა უფრო ადრე განაცხადა, რომ გუბერნატორის ინსტიტუტს სჭირდება გაძლიერება და ისეთი ფორმატის მიცემა, რომელიც მოსახლეობისთვის იქნება მისაღები. მისი აზრით, არსებული ტიპის ბიუროკრატიული დონეები მოსახლეობას ვერ მოუტანს დამატებით სიკეთეს, დამატებით შეღავათს.

„საჭიროა ისეთი მოქნილი სტრუქტურის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მოსახლეობისგან მივიღოთ ადგილზე არსებული პრობლემური საკითხები და ამავე დროს ვიმუშავოთ ამ საკითხების მაქსიმალურად ოპერატიულ რეჟიმში აღმოფხვრაზე", — განაცხადა ბახტაძემ.

 

ყველა ახალი ამბავი
0