დემის კარიბიდისი გახდა, რათა საქართველოში კარგად დანაყრდეს

© Sputnik / STRINGERდემის კარიბიდისი თბილისში
დემის კარიბიდისი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთში პოპულარული იუმორისტი ხშირად ჩამოდის თბილისში, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. იუმორისტი-იმპროვიზატორი, ტელეშოუ Comedy Club-ის რეზიდენტი დემის კარიბიდისი მეუღლე პელაგეასთან და შვილებთან ერთად დასასვენებლად თბილისში ჩამოვიდა.

Comedy woman-ის ვიდეორგოლი — „ვსწავლობთ ქართულს“ >>

„Sputnik-საქართველოს“ გადამღები ჯგუფი დახვდა კარიბიდისს თბილისის აეროპორტში, სადაც იუმორისტმა დასვენების გეგმებზე ისაუბრა.

© Sputnik / STRINGERДемис Карибидис с семьей в столице Грузии
Демис Карибидис с семьей в столице Грузии - Sputnik საქართველო
Демис Карибидис с семьей в столице Грузии

„იმედი მაქვს, ორი კვირა დავრჩებით, მაგრამ ეს ხომ საქართველოა, სადაც ორი კვირაა, იქაც სამი ან ოთხია. აქ დავიბადე, ვარკეთილში… აქ იცხოვრეს ჩემმა პაპამ, მამამ, და მთელი ოჯახი აქ ცხოვრობდა. მე მეხუთე თაობის თბილისელი ვარ, ეს ჩემი სამშობლოა. სახლში ჩამოვედი“, — გვიამბო კარიბიდისმა.

Comedy Woman - Sputnik საქართველო
იუმორისტული პროექტი Comedy Woman ფესტივალს ბათუმში გამართავს

იუმორისტის თქმით, საქართველოში წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოდის. ამჯერად ჩამოვიდა თბილისში რომ დაისვენოს, გაისეირნოს მშობლიურ ადგილებში, მოინახულოს ნათესავები და პატარა ქალიშვილს თბილისი აჩვენოს.

დემისმა გვიამბო, რომ თავიდან პაპას საფლავს მოინახულებს, მერე გაისეირნებს თბილისში, დააკვირდება, როგორ ურთიერთობენ ახალგაზრდები.

„ჩამოვედით, რომ ძველი თბილისი დავათვალიეროთ. უბრალოდ ვნახოთ თბილისი. ეს ძალიან მაგარია. ბოლო ორი კვირა დიეტაზე ვიყავი, ასე რომ ქართული კერძებისთვის მზად ვარ“, — იხუმრა კარიბიდისმა.

რაც შეეხება კერძებს, მის სახლში ყოველთვის მზადდება ქართული და ბერძნული კერძები, მაგრამ ყველაზე გემრიელად ბებიამისი ამზადებდა.

„რატომღაც, როდესაც იზრდები, გეჩვენება, რომ ბებია ყველაზე გემრიელ ხაჭაპურს, აჯაფსანდალს, ბადრიჯანს ამზადებდა, ამიტომ ამ ყველაფერს მივირთმევ, მაგრამ ვამბობ, რომ ბებია უკეთესს აკეთებდა“, — აღიარა კარიბიდისმა.

იუმორისტმა ქართული იუმორზეც ისაუბრა. მისი თქმით, ის ძალიან თავისებურია.

„დიდი ისტორიის მქონე ერს იუმორიც ფართო აქვს, და კომიკოსის და ალბათ, მაყურებლის სასიხარულოდ, ძალიან ცინიკური იუმორი. ის ძალიან მრავალფეროვანი და სპეციფიკურია“, — საუბრის ბოლოს გამოტყდა კარიბიდისი.

კარიბიდისი დაიბადა თბილისში 1982 წელს. ოჯახი საქართველოდან საბერძნეთში, შემდეგ კი რუსეთში გადავიდა. სწორედ იქ მიაღწია მან დიდ წარმატებას და პოპულარობას. თავიდან ის მხიარულთა და საზრიანთა კლუბში იყო (გუნდი „ბაკი“ და კრასნოდარის მხარის ნაკრები). ამჟამად ტელეარხ ТНТ-ზე პოპულარული იუმორისტული ტელეპროექტ Comedy Club-ის რეზიდენტია.


ყველა ახალი ამბავი
0