თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. ბათუმში პირველი საერთაშორისო ფესტივალი Comedy Woman 31 მაისი – 3 ივნისის პერიოდში ჩატარდება. ამის შესახებ Instagram–ზე ტელეპროექტის ავტორმა, მსახიობმა და Comedy Woman–ის მონაწილე ნატალია ანდრეევამ დაწერა.
„ინტრიგა აღარ არსებობს! ჩვენ თქვენ პირველ საერთაშორისო ფესტივალ #ComedyWoman ბათუმში!!! გიწვევთ. თქვენ იმდენი რამ გელოდებათ. მალე შედით აქ @batumimf, სადაც თქვენთვის საჭირო ყველა ინფორმაციას იპოვით და ლენტაში 😊 #batumimeetsfriends ყველაზე ახალ ამბებს გაიგებთ“, – დაწერა ანდრეევამ.
აი, თურმე, რატომ სწავლობდნენ გოგონები ზაფხულის სეზონისთვის აუცილებელ სიტყვებს: ზღვა, მამაკაცი, მზე. ფესტივალის დაწყების თარიღი და სხვა დაწვრილებითი ინფორმაცია სოციალურ ქსელებში მალე გამოქვეყნდება.
უჩვეული რგოლი „ვსწავლობთ ქართულს Сomedy Woman–თან ერთად” იუმორისტული პროექტის მონაწილე ეკატერინა სკულკინას Instagram–გვერდზე რამდენიმე დღის წინ გაჩნდა.