Comedy woman-ის ვიდეორგოლი - „ვსწავლობთ ქართულს“

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიმსახიობი ეკატერინა ვარნავა
მსახიობი ეკატერინა ვარნავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
Comedy woman-მა მაყურებელი დააინტრიგა - პროექტის მონაწილეებმა გამოუშვეს ვიდეორგოლი, სადაც ქართული სიტყვები ისწავლება

თბილისი, 8 აპრილი— Sputnik. უჩვეულო ვიდეორგოლი „ვსწავლობთ ქართულს Сomedy woman-თან ერთად" გაჩნდა იუმორისტული პროექტის მონაწილის, ეკატერინა სკულკინას Instagram-გვერდზე.

რგოლში, რომელმაც 7 000-ზე მეტი მოწონება დაიმსახურა, პროექტის მონაწილეებმა დადეს ისეთი ქართული სიტყვების თარგმანი, როგორიცაა „მამაკაცი“, „ზაფხული“, „მთები“, და ბოლოს ყველა დააინტრიგეს სიტყვებით „მალე ყველაფერს შეიტყობთ“. 

A post shared by Ekaterina SKULKINA (@eskulkina) on Apr 6, 2018 at 1:05am PDT

 სკულკინას გამომწერებმა ვიდეორგოლით აღფრთოვანდნენ და გადაწყვიტეს, რომ პროექტ  Сomedy Woman-ის მონაწილეები მალე საქართველოში ჩამოვლენ.

Сomedy Woman საქართველოში 2016 წელს წარდგა. ამის შემდეგ მონაწილეები საქართველოს კიდევ ერთხელ ესტუმრნენ, ხოლო პროექტის ავტორი ნატალია ეპრიკიანი თბილისიდან არის. ნატალია სწავლობდა ფიზიკა-მათემატიკურ გიმნაზიაში და თბილისში 14 წლამდე ცხოვრობდა, სანამ ოჯახთან ერთად მოსკოვში არ გადავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0