თბილისი, 8 აპრილი— Sputnik. უჩვეულო ვიდეორგოლი „ვსწავლობთ ქართულს Сomedy woman-თან ერთად" გაჩნდა იუმორისტული პროექტის მონაწილის, ეკატერინა სკულკინას Instagram-გვერდზე.
რგოლში, რომელმაც 7 000-ზე მეტი მოწონება დაიმსახურა, პროექტის მონაწილეებმა დადეს ისეთი ქართული სიტყვების თარგმანი, როგორიცაა „მამაკაცი“, „ზაფხული“, „მთები“, და ბოლოს ყველა დააინტრიგეს სიტყვებით „მალე ყველაფერს შეიტყობთ“.
სკულკინას გამომწერებმა ვიდეორგოლით აღფრთოვანდნენ და გადაწყვიტეს, რომ პროექტ Сomedy Woman-ის მონაწილეები მალე საქართველოში ჩამოვლენ.
Сomedy Woman საქართველოში 2016 წელს წარდგა. ამის შემდეგ მონაწილეები საქართველოს კიდევ ერთხელ ესტუმრნენ, ხოლო პროექტის ავტორი ნატალია ეპრიკიანი თბილისიდან არის. ნატალია სწავლობდა ფიზიკა-მათემატიკურ გიმნაზიაში და თბილისში 14 წლამდე ცხოვრობდა, სანამ ოჯახთან ერთად მოსკოვში არ გადავიდა.