07:36 19 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი

თბილისის მერის პოსტზე კალაძეს ოფიციალურად 1 ივლისს წარადგენენ

© FB / "Грузинская мечта"
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები (31)
2010

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე თბილისის მერის პოსტზე მმართველი პარტიიდან იყრის კენჭს.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს თბილისის მერის პოსტზე ოფიციალურად 1 ივლისს წარადგენს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия პარლამენტის ვიცე-სპიკერზე გია ვოლსკიზე დაყრდნობით.

კალაძეს წარადგენენ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, რომელიც 1 ივლისს გაიმართება. ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება.

"ჩვენ ასე დავგეგმეთ: სავარაუდოდ, [კალაძის] წარდგენა შაბათს გაიმართება", — განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, რაც შეეხება ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე კალაძის შემცვლელს, ეს მისი ამჟამინდელი მოადგილე ილია ელოშვილი იქნება.

კალაძის გარდა თბილისის მერის პოსტისთვის იბრძოლებენ ელენე ხოშტარია ("მოძრაობა თავისუფლებისთვის — ევროპული საქართველო") და ზაალ უდუმაშვილი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა").

დანარჩენი კანდიდატების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

თემები:
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები (31)

მთავარი თემები