კახა კალაძე წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით საკუთარ აზრს აფიქსირებს

© FB / Kakha Kaladzeკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები გაიმართება, კახა კალაძე, სავარაუდოდ, მმართველი პარტიიდან თბილისის მერობის კანდიდატი გახდება.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ვიცე-პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო კამპანია სამ თვეს არ უნდა გაგრძელდეს.

თბილისის მერისა და კიდევ 11 ქალაქისა და რაიონის მერების არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. არსებული კანონმდებლობით, წინასაარჩევნო კამპანია არჩევნების თარიღამდე 60 დღით ადრე უნდა დაიწყოს. მერების არჩევნების პარალელურად საკრებულოების არჩევნებიც გაიმართება.

„ჩვენ შარშან ვნახეთ, თუ რამდენად რთული იყო სამთვიანი საარჩევნო კამპანია. ერთი — ეს დამოკიდებულია ფინანსებზე, მეორე — 3 თვის განმავლობაში უნდა ჩაატარო საარჩევნო კამპანია. მგონია, რომ ეს არის ამომრჩევლის და მოსახლეობის შეწუხება", — განაცხადა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

კახა კლაძე - Sputnik საქართველო
გადამწყვეტი ბრძოლა კალაძისათვის

ამასთან, ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია თბილისის მერობის კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დროს მიიღებს.

„უახლოეს დღეებში იქნება პოლიტსაბჭო მოწვეული, ვიმსჯელებთ და, შესაბამისად, საზოგადოებისთვის ყველა გადაწყვეტილება იქნება ცნობილი", — განაცხადა კალაძემ.

არჩევნების თარიღს, პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, პრეზიდენტი ნიშნავს. მანამდე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყების შესახებ განაცხადა.

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ორმა პარტიამ თბილისის მერის პოსტზე თავისი კანდიდატები უკვე წარადგინა. ყოფილ მმართველ პარტიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილი წარმოადგენს, ხოლო მათ ყოფილ თანამოაზრეთა პარტიას „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" — ელენე ხოშტარია.

მმართველ პარტიას თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი ჯერჯერობით არ დაუსახელებია, თუმცა, „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ კალაძე ქალაქის ღირსეული თავკაცი იქნება. გარდა ამისა, გასულ უქმეებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მას ახალ პოლიტიკურ წამოწყებებში წარმატება უსურვა.

ყველა ახალი ამბავი
0