01:32 06 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6624
  • 100 RUB4.2282
  • USD3.0927
ფოტო

საქართველოში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი ჩამოასვენეს - ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
74 0 0
  • სამებაში მართლამადიდებლური ეკლესიისათვის მნიშვნელოვანი დღე აღინიშნა
  • ტაძარში გაიმართა წმინდა ქეთევან დედოფლის ნეშტის გადაცემისა და კურთხევის საზეიმო ცერემონია
  • დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადასცა. ის საზეიმო ცერემონიას საქართველოს პირველ პირებთან ერთად დაესწრო
  • წმინდა ნაწილები გოაზე ძველი ტაძრის გათხრების დროს აღმოაჩინეს
  • კახეთის დედოფალი ქეთევანი 1614 წელს შაჰ-აბასმა მძევლად აიყვანა. დედოფალმა მძევლობაში ცხრა წელი გაატარა, მას აიძულებდნენ შეეცვალა სარწმუნოება, თუმცა ვერ გატეხეს. ის წამებით აღესრულა
  • პორტუგალიელმა მისიონერებმა, რომლებიც დედოფლის წამების მოწმენი გახდნენ, მისი ნეშტი მალულად ამოთხარეს და ისპაჰანის მონასტერში გადაიტანეს
  • მოგვიანებით მისიონერებმა ნეშტი საქართველოში ჩამოიტანეს. 1723 წლამდე ის ალავერდის მონასტერში ინახებოდა, ხოლო მოგვიანებით დაიკარგა. ინდოეთის მთავრობამ მიიღო აგდაწყვეტილება, აღმოჩენილი ნაწილები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გადაეცა
  • პატრიარქის მოსაყდრე შიომ ქართველი მორწმუნეების სახელით ინდოეთის საგარეო საქმეთა და პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა
  • „დღეს ისტორიული დღის მომსწრენი ვართ. ის, რაც ძალიან გვინდოდა და წლების განმავლობაში ვცდილობდით, დღეს შესაძლებელი გახდა“, - განაცხადა შიომ
  • „ორ ქვეყანას შორის კეთილი ნების, მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა საქართვეოსთვის გადაეცა წმინდა მოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა
  • არსებული წესების თანახმად, ინდოეთი არ განიხილავს სიწმინდეების სხვა ქვეყნებისათვის გადაცემას, თუმცა საქართველოსთვის დაიშვა გამონაკლისი
© Sputnik / Alex Shlamov
სამებაში მართლამადიდებლური ეკლესიისათვის მნიშვნელოვანი დღე აღინიშნა

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისათვის ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის გადაცემისა და კურთხევის საზეიმო ცერემონია სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა

ინდოეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, საქართველოსთვის გადაეცა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი, რომელიც გოაზე დანგრეული ტაძრის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების დროს აღმოაჩინეს.

„წმინდა ქეთევან დედოფალი ქრისტიანობის, ერთგულებისა და პატრიოტიზმის მაგალითია. ამგვარად, მისი ჩამობრძანება ჩვენთვის ნიშანია იმისა, რომ ეს ჩვენი ერის გადარენის გზაა. მან ქვეყნისა და რწმენისათვის თავგანწირვით შესანიშნავი მაგალითი მოგვცა“, - განაცხადა პატრიარქის მოსაყდრე შიომ.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები