23:14 06 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6398
  • 100 RUB4.2064
  • USD3.0739
ფოტო

სახიფათო მეზობლობა: რას გადაურჩა ფიროსმანის ქუჩა გუშინ

მოკლე ბმულის მიღება
133 0 0
  • გვიან ღამით თბილისის ცენტრში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „სენტაზე“ აფეთქება მოხდა
  • აფეთქებისა და ხანძრის შედეგად, დაშავდა ხუთი ადამიანი - მათ შორის, ბავშვი და ქალი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს
  • აფეთქების შემდეგ ცეცხლი მახლობლად მდებარე მაღაზიასაც გადაედო
  • ცეცხლის ლიკვიდაციაში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცხრა ეკიპაჟი მონაწილეობდა, რომლებმაც დროულად შეძლეს ხანძრის ჩაქრობა
  • ბენზოგასამართ სადგურთან ძალიან ახლოს მდებარეობს გაზგასამართი სადგურიც და შესაბამისად, საშიშროება იყო ძალიან დიდი
  • ამიტომ მეხანძრეები მაქსიმალურად სწრაფად მუშაობდნენ, რათა შედეგები კიდევ უფრო არ დამძიმებულიყო
  • „სენტას“ აღნიშნული სადგური საკმაოდ ხალხმრავალ ადგილას, საცხოვრებელ კვარტალში მდებარეობს, იქვე ახლოს კი გვიანობამდე მუშაობს მცირე ბაზარი
  • ასე იყო იმ დღესაც. მართალია, მოვაჭრეების ნაწილი უკვე წასული იყო, მაგრამ ნაწილს ჯერ ისევ გაშლილი ჰქონდა დახლები
  • აფეთქების შედეგები შეიძლებოდა, ბევრად სავალალო ყოფილიყო:„სენტასთან“ ახლოს, გაზგასამართი სადგურისა და მცირე ბაზრის გარდა, რკინიგზის სადგური და ასევე მსხვილი სავაჭრო ცენტრი Tbilisi Central-ი მდებარეობს
  • იმავე ქუჩაზეა ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი და ასევე არაერთი საცხოვრებელი სახლიც
  • აფეთქების მომენტში რკინიგზის სადგურზე ერთი მატარებელი იყო ჩამომდგარი და ხალხიც ირეოდა
  • ვერც რკინიგზის სადგურზე მყოფები და ვერც სავაჭრო ცენტრის სტუმრები ალბათ ვერც ხვდებოდნენ, რამდენად მაღალი იყო რისკი იმისა, რომ აფეთქების შედეგები ყოფილიყო ბევრად უარესი
  • და კიდევ: იქვე, „სენტას“ ბენზინგასამართი სადგურის ახლოს სადღეღამისო ავტოსამრეცხაოცაა, რომელსაც გამუდმებით ჰყავს კლიენტები
  • მეზობლობა მართლაც რომ სახიფათო იყო. შეიძლებოდა ვინმე იმ მომენტში შინიდან ხილ-ბოსტნეულის საყიდლად გასულიყო და...
  • ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
  • ყველაზე მთავარი კი მაინც ისაა: ვინ გასცა ნებართვა ესოდენ ხალხმრავალ, საცხოვრებელი სახლებით, რკინიგზის სადგურით, დიდი სავაჭრო ცენტრით გარშემორტყმულ ქუჩაზე ბენზინგასამართი სადგურის აშენების ნებართვა? სხვა რომ არ ვთქვათ, ამ ქუჩაზე ნაგებობების უმეტესობა ძალიან ძველი და ავარიულ მდგომარეობაშია. ამ სახლებში მცხოვრებლებისთვის მცირე ბიძგებიც კი სახიფათოა
© Sputnik / Alexander Imedashvili
გვიან ღამით თბილისის ცენტრში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „სენტაზე“ აფეთქება მოხდა

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურ „სენტაზე“ 7 დეკემბერს აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოყვა. იხილეთ Sputnik საქართველოს ფოტოლენტა შემთხვევის ადგილიდან

აფეთქების შედეგად დაშავდა 5 პირი, მათ შორის - 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილობრივების თქმით, აღნიშნული ბენზინგასამართი სადგური წესების დარღვევით მუშაობდა და პრობლემები ადრეც შეიქმნა, რის გამოც მათ ქალაქის მერიას არაერთხელ მიმართეს. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველებმა სადგურის აფეთქებისა და ცეცხლის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე დაუყოვნებლივ აღკვეთეს.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 9 მეხანძრე-სამაშველო ბრიგადასთან ერთად, მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები