https://sputnik-georgia.com/20210807/Global-saqaRtvelos-sakredito-reitingi-bb-doneze-SenarCunda-252527779.html
Global-ის გადაწყვეტილება: საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე შეუნარჩუნდა
Global-ის გადაწყვეტილება: საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე შეუნარჩუნდა
Sputnik საქართველო
სარეიტინგო სააგენტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ მიზეზებად ასახელებს მოსალოდნელზე სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას, ძლიერ და დამაჯერებელ... 07.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-07T11:42+0400
2021-08-07T11:42+0400
2021-10-19T18:03+0400
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/74/234097405_0:90:1500:934_1920x0_80_0_0_38392e015f5ba7f9f1f78b5b5788c628.jpg
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.უწყების ინფორმაციით, ამით საქართველო პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა.როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, საინვესტიციო რეიტინგის მიღწევამდე, რაც საქართველოს მიზანია, ორი საფეხურია დარჩენილი. Fitch-ის გადაწყვეტილებით ეს მიზანი კიდევ უფრო მკაფიო გახდა.უწყებაში ამბობენ, რომ რეიტინგის შენარჩუნება არის დასტური იმისა, რომ „საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ქვეყნის ფისკალურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება“.Fitch-ი რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად „მოსალოდნელზე სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას, ძლიერ და დამაჯერებელ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და მაღალ საერთაშორისო მხარდაჭერას“ ასახელებს.ფინანსთა მინისტრი: 2026 წლისთვის სახელმწიფო ვალი მნიშვნელოვნად შემცირდება>>ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს გააჩნია გამორჩეული ინსტიტუციონალური გარემო. ამასთან, პოზიტიურად არის შეფასებული ის ფაქტი, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ქვეყანამ დროულად მიიღო დაფინანსება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან. ამასთან აღნიშნულია, რომ საგარეო დაფინანსების მოპოვებამ, დადებითი წვლილი შეიტანა მთავრობის ვალის სტრუქტურაში, მისი საშეღავათო ხასიათიდან, მაღალი ვადიანობისა და დაბალი რისკიდან გამომდინარე.
https://sputnik-georgia.com/20210805/saqartveloshi-gadasaxadebis-gadaxda-gamartivdeba-252515101.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/74/234097405_255:0:1500:934_1920x0_80_0_0_88c6bcc5d51961078fda7ff22d75a0aa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო
Global-ის გადაწყვეტილება: საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე შეუნარჩუნდა
11:42 07.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) სარეიტინგო სააგენტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ მიზეზებად ასახელებს მოსალოდნელზე სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას, ძლიერ და დამაჯერებელ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და მაღალ საერთაშორისო მხარდაჭერას
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, იუწყება
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, ამით საქართველო პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, საინვესტიციო რეიტინგის მიღწევამდე, რაც საქართველოს მიზანია, ორი საფეხურია დარჩენილი. Fitch-ის გადაწყვეტილებით ეს მიზანი კიდევ უფრო მკაფიო გახდა.
„მიუხედავად პერსპექტივის გაუარესებისა, (რომელიც უპირატესად ტურიზმის გლობალური აღდგენის შესახებ სააგენტოს შეფასებას უკავშირდება) რეიტინგის შენარჩუნება ჩვენი მნიშვნელოვანი მიღწევაა. მთავრობა კვლავაც ინარჩუნებს მიზანს — საქართველომ 2024 წლამდე მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი, რომლის მიღწევამდე ორი საფეხური დარჩა“, — წერია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში ამბობენ, რომ რეიტინგის შენარჩუნება არის დასტური იმისა, რომ „საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ქვეყნის ფისკალურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება“.
Fitch-ი რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად „მოსალოდნელზე სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას, ძლიერ და დამაჯერებელ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და მაღალ საერთაშორისო მხარდაჭერას“ ასახელებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს გააჩნია გამორჩეული ინსტიტუციონალური გარემო. ამასთან, პოზიტიურად არის შეფასებული ის ფაქტი, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ქვეყანამ დროულად მიიღო დაფინანსება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან. ამასთან აღნიშნულია, რომ საგარეო დაფინანსების მოპოვებამ, დადებითი წვლილი შეიტანა მთავრობის ვალის სტრუქტურაში, მისი საშეღავათო ხასიათიდან, მაღალი ვადიანობისა და დაბალი რისკიდან გამომდინარე.