https://sputnik-georgia.com/20210805/saqartveloshi-gadasaxadebis-gadaxda-gamartivdeba-252515101.html
საქართველოში გადასახადების გადახდა გამარტივდება
საქართველოში გადასახადების გადახდა გამარტივდება
Sputnik საქართველო
გამარტივდება და გაუქმდება მთელი რიგი ტრანზაქციები კომპანიასა და შემოსავლების სამსახურს შორის, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა 05.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-05T22:51+0400
2021-08-05T22:51+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/78/234097813_0:58:1500:902_1920x0_80_0_0_ff9f22ef375c511a2ac7ff92e65253e5.jpg
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მასშტაბური რეფორმა დაგეგმა, რომლის თანახმად გადასახადების გადახდა გაცილებით იოლი იქნება, არაგადამხდელთა რაოდენობა კი შემცირდება, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა ლაშა ხუციშვილმა სამინისტროს 10–წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას. გადასახადებიდან შემოსავალი ბიუჯეტის შემოსავლის ერთ–ერთი ძირითადი მუხლია. ამასთან, საქართველოში გადასახადების ადმინისტრირება ძალზე მარტივია – ერთი ფანჯრის პრონციპით.მისი თქმით, სრული ავტომატიზაცია გულისხმობს ავტომატური დეკლარირების აღრიცხვის სისტემების დანერგვას, როდესაც ბიზნეს-ტრანზაქციის დროს, თანხის ჩარიცხვისას, ავტომატურად მოხდება გადასახადის გადახდაც და თანხის დეკლარირებაც. „შედეგად, გაქრება გადახდისა და დეკლარირების რუტინული პროცედურა და დაიზოგება რესურსი, განულდება შეცდომის რისკი და შემცირდება არაკეთილსინდისიერ გადამხდელთა რაოდენობა“, - განაცხადა ხუციშვილმა.2030 წლამდე ქვეყნის განვითარების გეგმის პრეზენტაცია მთავრობამ მიმდინარე წლის მაისში დაგეგმა. მიუხედავად იმისა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება და წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად უკვე დაიწყო, აგვისტოს ბოლომდე ყველა უწყებამ უნდა წარმოადგინოს საკუთარი სფეროების განვითარების გეგმა. სექტემბერში კონსულტაციები დაიწყება, 2030 წლამდე ქვეყნის განვითარების საერთო გეგმის წარდგენა კი არჩევნების დღის შემდეგ მოხდება.არჩევნების წინ სამოქმედო პროგრამების წარდგენის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და პოპულიზმი უწოდეს.
https://sputnik-georgia.com/20210805/pinansta-ministri-saxelmwifo-vali-2026-wlistvis-shemcirdeba-252514717.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/78/234097813_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_8bdce87e5ad36fa6ae255c16926b9247.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
საქართველოში გადასახადების გადახდა გამარტივდება
22:51 05.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) გამარტივდება და გაუქმდება მთელი რიგი ტრანზაქციები კომპანიასა და შემოსავლების სამსახურს შორის, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მასშტაბური რეფორმა დაგეგმა, რომლის თანახმად გადასახადების გადახდა გაცილებით იოლი იქნება, არაგადამხდელთა რაოდენობა კი შემცირდება, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა ლაშა ხუციშვილმა სამინისტროს 10–წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას.
გადასახადებიდან შემოსავალი ბიუჯეტის შემოსავლის ერთ–ერთი ძირითადი მუხლია. ამასთან, საქართველოში გადასახადების ადმინისტრირება ძალზე მარტივია – ერთი ფანჯრის პრონციპით.
„ნული ფანჯრის“ პრინციპი არის პროექტი, რომლის რეალიზაციაზეც მუშაობს ფინანსთა სამინისტრო. ეს გულისხმობს საგადასახადო დეკლარირების პროცესის სრულ ავტომატიზაციას“, – განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, სრული ავტომატიზაცია გულისხმობს ავტომატური დეკლარირების აღრიცხვის სისტემების დანერგვას, როდესაც ბიზნეს-ტრანზაქციის დროს, თანხის ჩარიცხვისას, ავტომატურად მოხდება გადასახადის გადახდაც და თანხის დეკლარირებაც.
„შედეგად, გაქრება გადახდისა და დეკლარირების რუტინული პროცედურა და დაიზოგება რესურსი, განულდება შეცდომის რისკი და შემცირდება არაკეთილსინდისიერ გადამხდელთა რაოდენობა“, - განაცხადა ხუციშვილმა.
2030 წლამდე ქვეყნის განვითარების გეგმის პრეზენტაცია მთავრობამ მიმდინარე წლის მაისში დაგეგმა. მიუხედავად იმისა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება და წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად უკვე დაიწყო, აგვისტოს ბოლომდე ყველა უწყებამ უნდა წარმოადგინოს საკუთარი სფეროების განვითარების გეგმა. სექტემბერში კონსულტაციები დაიწყება, 2030 წლამდე ქვეყნის განვითარების საერთო გეგმის წარდგენა კი არჩევნების დღის შემდეგ მოხდება.
არჩევნების წინ სამოქმედო პროგრამების წარდგენის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და პოპულიზმი უწოდეს.