ფინანსთა მინისტრი: 2026 წლისთვის სახელმწიფო ვალი მნიშვნელოვნად შემცირდება

© Ministry of Finance of Georgiaლაშა ხუციშვილი
ლაშა ხუციშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
გამოწერა
მაკროსტაბილურობისთვის გვჭირდება ქვეყნის ფისკალური მდგრადობის შენარჩუნება და საგარეო მოწყვლადობის შემცირება, განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. 2026 წლისთვის საქართველოს საგარეო ვალი 45%-მდე შემცირდება, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
2021 წლის ქვეყნის ბიუჯეტის პროგნოზით, მთავრობის წმინდა ვალი 50,3%, ბიუჯეტის დეფიციტი კი 6,9% იქნება. 2020 წელს ვალმა 52,3%, დეფიციტმა კი 9,3% შეადგინა. 
ვაქცინაციის ცენტრი Hualing Plaza–ში - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
როგორ ავიცილებთ მკაცრ „ლოკდაუნს“ – ფინანსთა სამინისტრო პირობას ასახელებს
„დღეს ჩვენი ამოცანაა ბიუჯეტის დეფიციტის ნორმალიზაცია და ვალის მაჩვენებლის შემცირება. 2026 წლისთვის მთავრობის წმინდა ვალს შევამცირებთ 45%-მდე, ხოლო დეფიციტს – 2%-მდე. 2030 წლისთვის კი 40%-ზე დაბლა იქნება, ხოლო დეფიციტი დაახლოებით 1,5%-მდე“, – განაცხადა ხუციშვილმა უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას.
მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო ფისკალურმა სექტორმა სერიოზული დარტყმა მიიღო, თუმცა საბიუჯეტო სექტორმა დიდი მდგრადობა აჩვენა.
ამასთან, საქართველოს ფისკალური პოლიტიკის მაჩვენებლები უშუალოდ დამოკიდებული იქნება პანდემიაზე და არსებული პროგნოზი მიმდინარე ვითარებიდან გამომდინარეა გაკეთებული, აღნიშნა მინისტრმა.
ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშპ-ის ზრდამ 18,7% შეადგინა.
2030 წლამდე ქვეყნის განვითარების გეგმის პრეზენტაცია მთავრობამ მიმდინარე წლის მაისში დაგეგმა. მიუხედავად იმისა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება და წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად უკვე დაიწყო, აგვისტოს ბოლომდე ყველა უწყებამ უნდა წარმოადგინოს საკუთარი სფეროების განვითარების გეგმა. სექტემბერში კონსულტაციები დაიწყება, 2030 წლამდე ქვეყნის განვითარების საერთო გეგმის წარდგენა კი არჩევნების დღის შემდეგ მოხდება.
არჩევნების წინ სამოქმედო პროგრამების წარდგენის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და პოპულიზმი უწოდეს.
ყველა ახალი ამბავი
0