Global-ის გადაწყვეტილება: საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე შეუნარჩუნდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
გამოწერა
სარეიტინგო სააგენტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ მიზეზებად ასახელებს მოსალოდნელზე სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას, ძლიერ და დამაჯერებელ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და მაღალ საერთაშორისო მხარდაჭერას
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ფინანსთა  სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
საქართველოში გადასახადების გადახდა გამარტივდება
უწყების ინფორმაციით, ამით საქართველო პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, საინვესტიციო რეიტინგის მიღწევამდე, რაც საქართველოს მიზანია, ორი საფეხურია დარჩენილი. Fitch-ის გადაწყვეტილებით ეს მიზანი კიდევ უფრო მკაფიო გახდა.
„მიუხედავად პერსპექტივის გაუარესებისა, (რომელიც უპირატესად ტურიზმის გლობალური აღდგენის შესახებ სააგენტოს შეფასებას უკავშირდება) რეიტინგის შენარჩუნება ჩვენი მნიშვნელოვანი მიღწევაა. მთავრობა კვლავაც ინარჩუნებს მიზანს — საქართველომ 2024 წლამდე მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი, რომლის მიღწევამდე ორი საფეხური დარჩა“, — წერია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში ამბობენ, რომ რეიტინგის შენარჩუნება არის დასტური იმისა, რომ „საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ქვეყნის ფისკალურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება“.
Fitch-ი რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად „მოსალოდნელზე სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას, ძლიერ და დამაჯერებელ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და მაღალ საერთაშორისო მხარდაჭერას“ ასახელებს.
ფინანსთა მინისტრი: 2026 წლისთვის სახელმწიფო ვალი მნიშვნელოვნად შემცირდება>>
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს გააჩნია გამორჩეული ინსტიტუციონალური გარემო. ამასთან, პოზიტიურად არის შეფასებული ის ფაქტი, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ქვეყანამ დროულად მიიღო დაფინანსება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან. ამასთან აღნიშნულია, რომ საგარეო დაფინანსების მოპოვებამ, დადებითი წვლილი შეიტანა მთავრობის ვალის სტრუქტურაში, მისი საშეღავათო ხასიათიდან, მაღალი ვადიანობისა და დაბალი რისკიდან გამომდინარე.
ყველა ახალი ამბავი
0