ღარიბაშვილი: ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვასა და შეზღუდვებს

© Facebook / Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
გამოწერა
ამჟამად საქართველოში თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმებულია. დარჩენილი შეზღუდვებიდან მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებსა და შეზღუდვებს და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს ვაქცინაციისკენ.
ახალი მაღალტექნოლოგიური საწარმო „ფაბრიკა 1900“ - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2021
რეკორდული ეკონომიკური ზრდა საქართველოში - გამოქვეყნდა ახალი სტატისტიკა
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქვეყნის ჩაკეტვის ნაცვლად ხელისუფლებამ პროცესი უნდა მართოს და ხელი შეუწყოს ეკონომიკის ზრდას. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკის შენარჩუნებისა და სიტუაციის გადარჩენის გზა ვაქცინაციაზე და რეკომენდაციების დაცვაზე გადის.
„გასულ წელს, როდესაც იყო ჩაკეტილი ქვეყანა, ათასობით, ასი ათასობით ადამიანმა დაკარგა სამსახური, შემდეგ მიიღეს 200-ლარიანი დახმარება, რაც ჩვენ შევძელით. ეს არ არის საკმარისი. ეს რომ არ განმეორდეს, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად“, – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სტასტიტიკის მიხედვით, საქართველოში ვაქცინირებული ადამიანის გარდაცვალება არ დაფიქსირებულა, თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ შემთხვევას მსოფლიოს მასშტაბით. 
„შესაბამისად, ვაქცინა გვიცავს და ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ყველას, რომ ჩავიტაროთ ვაქცინაცია. გვაქვს Sinopharm-ის, Sinovac-ისა და Pfizer-ის ვაქცინები ხელმისაწვდომი საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
თენგიზ ცერცვაძე: მოსახლეობამ არასწორად გაიგო შეზღუდვების მოხსნა
ქვეყანაში ბოლო დროს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ვრცელდება ე.წ. ინდური შტამი, რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და ბავშვებში ცირკულირებს. სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო. მათი აზრით, ეს კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქებამ გამოიწვია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლინდა ინფიცირების 423 ათასზე მეტი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 386 ათასზე მეტი პირი, გარდაიცვალა 5.876 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 506.780 აცრა. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 161.542 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0