https://sputnik-georgia.com/20210802/cercvaZe-adamianebma-arasworad-gaiges-SezRudvebis-moxsna-252481076.html
თენგიზ ცერცვაძე: მოსახლეობამ არასწორად გაიგო შეზღუდვების მოხსნა
თენგიზ ცერცვაძე: მოსახლეობამ არასწორად გაიგო შეზღუდვების მოხსნა
Sputnik საქართველო
შეზღუდვები, რომლებიც ადამიანებს ნორმალურ ცხოვრებაში უშლიდა ხელს, მოიხსნა, მაგრამ არავის გაუუქმებია პირბადის ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. 02.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-02T10:16+0400
2021-08-02T10:16+0400
2023-08-17T18:12+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1c/252147394_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_f0082935f1229d93abec33a2d90d913f.jpg
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოში მოიხსნა შეზღუდვები, რომლებიც ნორმალურ ცხოვრებას უშლიდა ხელს, მაგრამ არა ვალდებულებები, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.მისი თქმით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი „დელტა" შტამის გავრცელებაა.„დელტა" შტამი დადასტურებულად უფრო იოლად გადამდებია და სწრაფად ვრცელდება. დადასტურებულად უფრო მძიმე შემთხვევებს იწვევს და დაახლოებით ორჯერ ზრდის ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობას", – განუცხადა ცერცვაძემ ჟურნალისტებს.ინფექციონისტის აზრით, მეორე მიზეზი ისაა, რომ მოსახლეობამ დაწესებული შეზღუდვების მოხსნა არასწორად გაიგო.მან კიდევ ერთხელ მიმართა საზოგადოებას და მოუწოდა, თავი შეიკავონ შეკრებებისგან.ცერცვაძის განცხადებით, ჯანდაცვის სექტორი ჯერჯერობით უმკლავდება მზარდ დატვირთვას და მართავს პაციენტების ნაკადს.ცერცვაძე: ვაქცინირებულ პირებს COVID-19 იოლ ფორმებში გადააქვთ>>პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ინფიცირების 419.534 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის დამარცხება შეძლო 382.393-მა ადამიანმა, გარდაიცვალა 5.820 პაციენტი.
https://sputnik-georgia.com/20210802/ramdenia-srulad-vaqcinirebuli-adamiani-saqarTveloSi-252481005.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1c/252147394_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_1dbf306007632a85be527c796e6dcd27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
თენგიზ ცერცვაძე: მოსახლეობამ არასწორად გაიგო შეზღუდვების მოხსნა
10:16 02.08.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) შეზღუდვები, რომლებიც ადამიანებს ნორმალურ ცხოვრებაში უშლიდა ხელს, მოიხსნა, მაგრამ არავის გაუუქმებია პირბადის ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოში მოიხსნა შეზღუდვები, რომლებიც ნორმალურ ცხოვრებას უშლიდა ხელს, მაგრამ არა ვალდებულებები, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი „დელტა" შტამის გავრცელებაა.
„დელტა" შტამი დადასტურებულად უფრო იოლად გადამდებია და სწრაფად ვრცელდება. დადასტურებულად უფრო მძიმე შემთხვევებს იწვევს და დაახლოებით ორჯერ ზრდის ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობას", – განუცხადა ცერცვაძემ ჟურნალისტებს.
ინფექციონისტის აზრით, მეორე მიზეზი ისაა, რომ მოსახლეობამ დაწესებული შეზღუდვების მოხსნა არასწორად გაიგო.
„რადგან მოიხსნა შეზღუდვები, რომლებიც განსაკუთრებით მტკივნეული იყო ბიზნესისა და ეკონომიკისთვის, ჩათვალეს, რომ ყველანაირი ვალდებულება მოიხსნა. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. ვალდებულებები არ მოხსნილა, მოიხსნა ის შეზღუდვები, რომლებიც ადამიანების ნორმალურ ცხოვრებას ხელს უშლიდა, მაგრამ არავის გაუუქმებია პირბადის ტარება დახურულ და ღია სივრცეში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში", – განაცხადა ცერცვაძემ.
მან კიდევ ერთხელ მიმართა საზოგადოებას და მოუწოდა, თავი შეიკავონ შეკრებებისგან.
ცერცვაძის განცხადებით, ჯანდაცვის სექტორი ჯერჯერობით უმკლავდება მზარდ დატვირთვას და მართავს პაციენტების ნაკადს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ინფიცირების 419.534 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის დამარცხება შეძლო 382.393-მა ადამიანმა, გარდაიცვალა 5.820 პაციენტი.