https://sputnik-georgia.com/20210802/ramdenia-srulad-vaqcinirebuli-adamiani-saqarTveloSi-252481005.html
რამდენი ადამიანია სრულად ვაქცინირებული საქართველოში
რამდენი ადამიანია სრულად ვაქცინირებული საქართველოში
Sputnik საქართველო
ვაქცინაცია კორონავირუსზე საქართველოში 15 მარტს დაიწყო. ამჟამად აცრა ტარდება ოთხი პრეპარატით: Pfizer, AstraZeneca, Sinopharm, Sinovac. 02.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-02T09:41+0400
2021-08-02T09:41+0400
2023-08-17T18:12+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/04/252205500_6:0:1280:720_1920x0_80_0_0_57c7bfd17d378faa5de63866aef26cec.jpg
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ვაქცინაციის სრული კურსი ჩაუტარდა 161.069 ადამიანს, ანუ ქვეყნის მოსახლეობის 4,35 პროცენტს, იუწყება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.უწყების მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების შემდეგ 1 აგვისტოსთვის აიცრა 495.381 ადამიანი.ვაქცინაცია კორონავირუსზე საქართველოში 15 მარტს AstraZeneca-ს პრეპარატით დაიწყო. ამჟამად აცრა ტარდება ოთხი პრეპარატით: Pfizer, AstraZeneca, Sinopharm, Sinovac.მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოში შემოვიდა 500 ათასი დოზა Pfizer-ის, 1 მლნ დოზა Sinopharm-ისა და Sinovac-ის, ასევე AstraZeneca-ს 15 ათასი დოზა ვაქცინა.ამჟამად საქართველოში 16 წელს ზემოთ პირების აცრა დასაშვებია Pfizer-ის ვაქცინით. 45 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ აირჩიონ Pfizer, AstraZeneca, Sinopharm ან Sinovac. ქვეყანაში შაბათს Pfizer-ის დამატებითი პარტია შემოვიდა – 163 ათასი დოზა.საქართველო ამჟამად ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება ვაქცინაციაზე ასაკობრივი შეზღუდვის შემცირების თაობაზე. რეკომენდაციის შემთხვევაში ქვეყანა მზადაა, ვაქცინაცია Pfizer-ის პრეპარატით 12 წელს ზემოთ ასაკის პირებიდან დაიწყოს.ეპიდემიოლოგები და მთავრობა მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
https://sputnik-georgia.com/20210801/cercvadze-vaqcinirebulebs-COVID-19-msubuqad-gadaaqvt-252477810.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/04/252205500_134:0:1280:720_1920x0_80_0_0_5bdf2dce1cef392c910e0d63fab98ba7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
რამდენი ადამიანია სრულად ვაქცინირებული საქართველოში
09:41 02.08.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) ვაქცინაცია კორონავირუსზე საქართველოში 15 მარტს დაიწყო. ამჟამად აცრა ტარდება ოთხი პრეპარატით: Pfizer, AstraZeneca, Sinopharm, Sinovac.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ვაქცინაციის სრული კურსი ჩაუტარდა 161.069 ადამიანს, ანუ ქვეყნის მოსახლეობის 4,35 პროცენტს,
იუწყება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.
უწყების მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების შემდეგ 1 აგვისტოსთვის აიცრა 495.381 ადამიანი.
ვაქცინაცია კორონავირუსზე საქართველოში 15 მარტს AstraZeneca-ს პრეპარატით დაიწყო. ამჟამად აცრა ტარდება ოთხი პრეპარატით: Pfizer, AstraZeneca, Sinopharm, Sinovac.
მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოში შემოვიდა 500 ათასი დოზა Pfizer-ის, 1 მლნ დოზა Sinopharm-ისა და Sinovac-ის, ასევე AstraZeneca-ს 15 ათასი დოზა ვაქცინა.
ამჟამად საქართველოში 16 წელს ზემოთ პირების აცრა დასაშვებია Pfizer-ის ვაქცინით. 45 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ აირჩიონ Pfizer, AstraZeneca, Sinopharm ან Sinovac. ქვეყანაში შაბათს Pfizer-ის დამატებითი პარტია შემოვიდა – 163 ათასი დოზა.
საქართველო ამჟამად ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება ვაქცინაციაზე ასაკობრივი შეზღუდვის შემცირების თაობაზე. რეკომენდაციის შემთხვევაში ქვეყანა მზადაა, ვაქცინაცია Pfizer-ის პრეპარატით 12 წელს ზემოთ ასაკის პირებიდან დაიწყოს.
ეპიდემიოლოგები და მთავრობა მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.