15:30 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
139 0 0

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,1471 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0098 ლარით გამყარდა.

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. ლარის კურსმა ბუნებრივ ნიშნულზე დაბრუნება დაიწყო, განაცხადა  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

ხანგრძლივი ვარდნის შემდეგ მაისში ლარის კურსმა დოლარის მიმართ გამყარება დაიწყო. მაგალითად, თუ 2021 წლის 1 მაისის მდგომარეობით ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის კურსი დოლარის მიმართ 3,4503 GEL/$ ნიშნულზე იყო, 9 ივნისს ის უკვე 3,1471 GEL/$1 ნიშნულამდეა ჩამოსული.

ლევან ვეფხვაძის შეფასებით ლარი მაშინ იმაზე მეტად იყო გაუფასურებული, ვიდრე თეორიულად შეიძლება, ყოფილიყო.

„მას შემდეგ, რაც მოიხსნა პანიკური განწყობები, რეგულაციები შემცირდა, ტურისტული ნაკადები წამოვიდა და ა.შ., დავინახეთ, რომ სპეკულაციური კურსი ყოფილა და დაიწყო დაბრუნება იმ ბუნებრივ ნიშნულზე, რომელიც ეფექტურ გაცვლით კურსს უკავშირდება, დაახლოებით იმ მიდამოებში გვაქვს ახლა, რომელიც წესით ისედაც უნდა ყოფილიყო“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

ვეფხვაძის თქმით, ასევე ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის დაჩქარებული ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ შეინიშნება.

„თუკი ვიზიტორების რაოდენობამ იმატა, თუკი ფულადი გადმორიცხვები გაიზარდა, ანუ ვალუტის შემოსვლა გაიზარდა ქვეყანაში, ეს ოპტიმისტურ განწყობას ქმნის, რომ ლარის კურსი არ გაუარესდება“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 3,4842 GEL/$1 იყო. ის  2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა.

მთავარი თემები