18:39 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (1058)
28 0 0

სოფლის მოსახლეობა წლებია კომპენსაციის მიღებას ცდილობს იმ ზარალისთვის, რაც მათ საცხოვრებელ სახლებს, ჯანმრთელობასა და გარემოს მიადგა სამთო–მომპოვებელი კომპანიის საქმიანობის გამო.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ შეძლო კონსტრუქციული მოლაპარაკებების გამართვა და გარკვეული შეთანხმების მიღწევა, იუწყება კომპანია Georgian Manganese, რომელთანაც სოფლის მოსახლეობას პრეტენზიები გააჩნია.

ადგილობრივი მოსახლეობა სამთო-მომპოვებელ კომპანია Georgian Manganese-ს გარემოს დაბინძურებაში, ეკოლოგიის დაზარალებასა და მათი ჯანმრთელობის დაზიანებაში ადანაშაულებს. სოფლის მცხოვრებლები, რომელთა სახლებიც კომპანიის საქმიანობის შედეგად საცხოვრებლად უვარგისი გახდა, ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ.

კომპანიამ კომპენსაციების გაცემა 2020 წელს დაიწო და უკვე გადაიხადა 1.7 მლნ ლარზე მეტი, თუმცა შუქრუთელების ნაწილი კომპანიის მიერ შეთავაზებულ თანხაზე თანახმა არ არის.

რამდენიმე უკმაყოფილო მცხოვრებმა შიმშილობა გამოაცხადა და პირი ამოიკერა. ჭიათურაში პროტესტის შემდეგ, 30 მაისს ისინი თბილისში ჩამოვიდნენ და აშშ-ის საელჩოსთან განაგრძეს პროტესტი.

Georgian Manganese-ში აცხადებენ, რომ სოფლის მოსახლეობასთან კონსტრუქციული მოლაპარაკებები გაიმართა და მიღწეულია გარკვეული შეთანხმება, რომელიც იურიდიულ დოკუმენტში აისახება.

მიღწეული შეთანხმება დროთა განმავლობაში ამოქმედდება. Georgian Manganese დოკუმენტზე ხელმოწერისა და მისი შესრულების პროცესს გააკონტროლებს.

Georgian Manganese-ის დირექტორთა საბჭოს წევრის თემურ ხონელიას შუამდგომლობით საპროტესტო აქციების მონაწილეები კონტრაქტორი კომპანიის „შუქრუთი პლუსის“ წინადადებას დათანხმდნენ.

კვლევების თანახმად, შუქრუთის მოსახლეობა კატეგორიებად დაიყო. პირველ კატეგორიაში 36 ოჯახი მოხვდა. კომპენსაციების გადახდა სწორედ ამ ოჯახებიდან დაიწყო.

Georgian Manganese Holding ქვეყანაში მანგანუმის მადნის მთავარი მომპოვებელია. ის ფლობს 11 მაღაროსა და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას, სადაც დასაქმებულია დაახლოებით 3,8 ათასი ადამიანი.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1058)

მთავარი თემები