კომპანია Georgian Manganese სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან დათმობაზე მიდის

© courtesy of Georgian ManganeseGeorgian Manganese
Georgian Manganese - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
გამოწერა
კომპანია მზად არის, სოფელ შუქრუთის იმ მცხოვრებლებს, რომლებიც აქციებს მართავენ, მიყენებული ზიანი აუნაზღაუროს.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. კომპანია Georgian Manganese თანახმაა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასოს, თუ რა ოდენობის ზარალი მიადგა შუქრუთის მოსახლეობას კომპანიის საქმიანობის შედეგად, განაცხადა კომპანიის სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

Georgian Manganese - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
Georgian Manganese: კომპანიამ და შუქრუთის მოსახლეობამ შეთანხმებას მიაღწიეს

ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები Georgian Manganese-სგან მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დიდი ხანია მოითხოვენ. მაისის დასაწყისში სოფლის სამმა მკვიდრმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ადგილობრივების განცხადებით, მანგანუმის მადნის მომპოვებელი კომპანიის საქმიანობამ მათი საცხოვრებელი სახლები დააზიანა და საფრთხის ქვეშ უწევთ ცხოვრება. კომპანიის მიერ შეთავაზებული კომპენსაცია კი მიზერულია და მიყენებულ ზარალს არ შეესაბამება, ამიტომ ისინი ზარალის კერძო აუდიტის მიერ დათვლას მოითხოვენ.

Georgian Manganese-ის კონტრაქტორი კომპანია „შუქრუთი პლუსი" კომპენსაციებს 2020 წლის ივნისიდან გასცემს. მაგრამ მოსახლეობის ნაწილი კომპენსაციების ოდენობას არ ეთანხმება. მოსახლეობაში ჯამურად დარიგებული თანხა ამ დროისათვის დაახლოებით 2 მილიონ ლარს შეადგენს, აცხადებენ კომპანიაში.

ნიკოლოზ ჩიქოვანის განმარტებით, გარდა 11 ოჯახისა, ყველასთან გაფორმდა შეთანხმება და დაიწყო ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმება. ორი კვირის წინ ადგილობრივებს მოთხოვნა ჰქონდათ, რომ კომპანიისგან მიყენებული ზარალი შეეფასებინა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, რაზეც კომპანიისგან თანხმობა მიიღეს.

„დღესაც მზად ვართ სამხარაულის ბიუროში შევიტანოთ განცხადება, მზად ვართ ზარალის ანაზღაურებაზე“, – დასძინა ჩიქოვანმა.

გაფიცვა ჭიათურაში - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
პროტესტი Georgian Manganese-ის წინააღმდეგ – სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა

„უახლოესი ერთი წლის მანძილზე 2,5 მილიონი ლარის ანაზღაურებაა დაგეგმილი. ეს პირობები ჩვენ გავაცანით ყველა იმ ადამიანს, ვინც პროტესტს გამოთქვამს, თუმცა საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ გუშინდელი დღიდან აქციის მონაწილეებმა თბილისში, ამერიკის საელჩოსთან გადაინაცვლეს", – განაცხადა ჩიქოვანმა.

შუქრუთის მცხოვრებლები საქართველოში აშშ-ის საელჩოს შენობასთან გუშინ გამოჩნდნენ. ისინი Georgian Manganese-სგან კომპანიის საქმიანობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების პროცესში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანისა და ხელისუფლების დახმარებას ითხოვენ.

„ორი წლის განმავლობაში ჩვენი მოთხოვნები არის უცვლელი – კომპანიამ აიღოს პასუხისმგებლობა და სრულად აანაზღაუროს ის, რაც მისი საქმიანობის შედეგად განადგურდა“, – აცხადებენ საელჩოსთან შეკრებილები.

კომპანია Georgian Manganese Holding ქვეყანაში მანგანუმის მადნის მთავარი მომპოვებელია. ის ფლობს 11 მაღაროსა და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას. კომპანიაში დაახლოებით 3,5 ათასი ადამიანია დასაქმებული.

ყველა ახალი ამბავი
0