საქართველო საბანკო ზედამხედველობის საერთაშორისო ჯგუფს უხელმძღვანელებს

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი, სადაც ეროვნული ბანკის ოფისი მდებარეობს
იუსტიციის სახლი, სადაც ეროვნული ბანკის ოფისი მდებარეობს - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2021
გამოწერა
თბილისი 2022 წელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების ჯგუფის ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლებს.

თბილისი, 29 მაისი - Sputnik. საქართველო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების ჯგუფის (BSCEE) 2022 წლის თავმჯდომარე ქვეყნად აირჩიეს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ქვეყანას წარმოადგენს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა, რომელიც BSCEE-ს თავმჯდომარის პოსტს 16 დეკემბერს დაიკავებს.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2021
საქართველოს ეროვნული ბანკი „ციფრული ფულის“ გამოშვებაზე ფიქრობს

გარდა ამისა, თბილისი 2022 წელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების ჯგუფის ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლებს.

2021 წლის კონფერენციაზე პაპუნა ლეჟავა წარდგა მოხსენებით, სადაც ისაუბრა საქართველოს გამოცდილებაზე პანდემიასთან ბრძოლაში და ამ დროს საბანკო ზედამხედველობის პრიორიტეტზე.

„კოვიდპანდემია უპრეცედენტო გამოწვევა იყო და მისი ზეგავლენა ჯერ არ დასრულებულა. ამ გამოწვევებმა მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანის საშუალება მოგვცა: კრიზისადმი მუდმივი მზადყოფნა ფინანსური სექტორის სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებელი წინაპირობაა“, - განაცხადა ლეჟავამ.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პანდემიამ საქართველოს ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის შესაძლებლობაც დაანახა.

კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
საქართველოში „უიმედო" სესხების მოცულობა იზრდება

BSCEE ჯგუფი 1991 წელს დაარსდა. რეგიონული ჯგუფის მიზნებია - წევრთა შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის წახალისება და შენარჩუნება, ტექნიკური დისკუსიებისთვის მაღალი დონის პლატფორმის შეთავაზება, საბანკო რეგულატორებს შორის საუკეთესო პრაქტიკების, ინფორმაციისა და ნოუ-ჰაუს გაცვლა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი ქვეყნების წარდგენა ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტთან (BCBS) დიალოგში.

BSCEE- მოიცავს საბანკო ზედამხედველობის ორგანოებს შემდეგი ქვეყნებიდან: ავსტრია, ალბანეთი, სომხეთი, ბელორუსია, ბულგარეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, უნგრეთი, საქართველო, ყაზახეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, პოლონეთი, რუსეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი და მონტენეგრო.

ყველა ახალი ამბავი
0