საქართველოში „უიმედო" სესხების მოცულობა იზრდება

© National Bank of Georgiaკობა გვენეტაძე
კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გამოწერა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, კრედიტების გადახდის პრობლემა განსაკუთრებით იმ მოქალაქეებს აქვთ, რომლებსაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული.

თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. 2021 წლის დასაწყისში ვადაგადაცილებული სესხების წილი 4,5%-დან 8,4%-მდე გაიზარდა, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ვისთვის და რა ვადით დარჩა უცვლელი სასესხო ვალდებულების პროცენტი?>>

ეკონომიკურმა კრიზისმა და კორონავირუსის პანდემიამ, დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მოქალაქეთა გადახდისუნარიანობაზე. იმის მიუხედავად, რომ შეზღუდვების პერიოდში მთავრობამ შეაჩერა მოქალაქეებისთვის სესხების გადახდა, მოგვიანებით მათ გაზრდილი თანხის გადახდა მოუწიათ იმისგან დამოუკიდებლად, დაკარგეს თუ არა მათ სამსახური.

„ჩვენი მოლოდინია, რომ პიკის შემთხვევაში წლის პირველ ნახევარში ზრდა იქნება დაახლოებით 10%. თუმცა ასეთ შემთხვევაში ნეგატიური გავლენა არ იქნება, რადგან წინმსწრებად ბანკებმა შეაფასეს მოსალოდნელი დანაკარგები და რეზერვები შექმნეს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისი თქმით, პრობლემა უმეტესად ექმნებათ იმ მსესხებლებს, რომლებსაც კრედიტი უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული.

„ამიტომ სესხის აღება უნდა მოხდეს იმ ვალუტაში, რომელშიც ადამიანს შემოსავალი გვაქვს“, – თქვა გვენეტაძემ.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
ეროვნული ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დატოვა

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კრედიტების რესტრუქტურიზაცია არ გამორიცხა, რათა მოქალაქეებმა საბანკო ვალდებულებების დაფარვა მაინც მოახერხონ.

მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მცხოვრებლებს ბანკების 4.7 მილიარდ ლარზე მეტი მხოლოდ სამომხმარებლო კრედიტი მართებდათ. კრეტიტების აღების პიკი 2020 წლის მარტსა და აგვისტოში იყო.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წელს საბანკო დავალიანება ჩამოეწერათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში იყვნენ მოხვედრილი. „შავ სიაში" შედიან ადამიანები, რომლებიც დროულად არ ფარავენ საბანკო დავალიანებებს, რა დროსაც გროვდება დიდი ჯარიმები და ვალის მთლიანი მოცულობა იზრდება. მაშინ 600 ათასი მოქალაქის საბანკო დავალიანებები დაიფარა.

კორონავირუსის ეპიდემია ქალაქში - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2020
საქართველოს მოსახლეობა კრედიტით ცხოვრების მიხედვით რეკორდებს ხსნის

მაშინვე ეროვნულმა ბანკმა კრედიტებზე სპეციალური რეგულაციები დააწესა. კერძოდ, ბანკებსა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებს სესხების გაცემა მხოლოდ კრედიტის აღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალურად გაანალიზების შემდეგ შეუძლიათ. გარდა ამისა, დაწესებულია საკრედიტო დავალიანების ყოველთვიური გადახდის ლიმიტი, დაკრედიტების ვადები და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის დოლარში გაცემა.

სესხის გაცემის ახალი წესების თანახმად, სხვა სიახლეებთან ერთად დადგენილია დაკრედიტების მაქსიმალური ვადები. იპოთეკური სესხი გაიცემა არაუმეტეს 15 წლის ვადით, ქონებით გამყარებული სამომხმარებლო სესხი – არაუმეტეს 10 წლის ვადით, ავტოკრედიტი – მაქსიმალური 6 წლის ვადით, სხვა სახის კრედიტები – მაქსიმალური 4 წლის ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0