ეროვნული ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დატოვა

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
გამოწერა
ეროვნული ბანკის განმარტებით, გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას გლობალური ეკონომიკური აქტივობის აღდგენასთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო ინარჩუნებს

 

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო – მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%–ს შეადგენს, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2020 წლოის აპრილიდან დაიწყო. ამას წინ უძღოდა გრძელვადიანი გამკაცრების პერიოდი, რომელიც  მარეგულირებელმა 2019 წლის სექტემბრიდან ლარის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად დაიწყო. რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%–დან 9%–მდე გაიზარდა,  2020 წლის აგვისტოში კი 8%–მდე დაიწია. 

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2021
საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამი გზა: ეროვნული ბანკის პროგნოზი

იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2,8% შეადგინა. ეროვნულ ბანკში მიაჩნიათ, რომ  ბოლო ორი თვის მანძილზე მისი შემცირება მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას უკავშირდება და დროებითი ხასიათისაა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ არსებული პროგნოზით, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4%–ის ფარგლებში შენარჩუნდება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად  მიუახლოვდება. თუმცა,  ეროვნული ბანკი მომავალში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას არ გამორიცხავს.

„კომიტეტმა სხვა ფაქტორებთან ერთად გაითვალისწინა, რომ კვლავ მაღალი რჩება გაურკვევლობა როგორც გლობალური ეკონომიკური აქტივობის აღდგენის დინამიკის, ისე ადგილობრივი დაკრედიტების ზრდის ტემპის თვალსაზრისით. ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება გამოიკვეთა. თუმცა, კომიტეტი მომავალში არც საპროცენტო განაკვეთის ზრდას გამორიცხავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის  17 მარტს ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0