საქართველოს ეროვნული ბანკი „ციფრული ფულის“ გამოშვებაზე ფიქრობს

© photo: Sputnikიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2021
ეროვნული ბანკის ციფრული ვალუტა ცენტრალური ბანკის ვალდებულებაა და მას გადახდის საშუალების სტატუსი ექნება.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების შემსუბუქებისა და გადახდის სისტემის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, ციფრული ვალუტის გამოშვების შესაძლებლობას განიხილავს, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.

„ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარების და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა გამოკვეთა, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და გაზარდოს ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფულის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
ლარის კურსი ისტორიულ მინიმუმს მიუახლოვდა: რა ზომებს მიიღებს საქართველოს ხელისუფლება

ეროვნული ბანკის ციფრული ვალუტა (CBDC) ცენტრალური ბანკის ვალდებულებაა და მას გადახდის საშუალების სტატუსი ექნება. პროექტის ფარგლებში ეროვნული ბანკი ფინტექ–კომპანიებთან და დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი (Bank for International Settlements, BIS), რომელიც ცენტრალური ბანკების უმსხვილეს გაერთიანებას წარმოადგენს, რეგულარულად აკვირდება პროგრესს CBDC-ს მიმართულებით. ბოლო პერიოდში წამყვანი ცენტრალური ბანკები CBDC-ს დანერგვაზე აქტიურად მუშაობენ, იქმნება საპილოტო პროექტები, მიმდინარეობს ოპტიმალური დანერგვისა და არქიტექტურის ძიება.

„CBDC-ს გააჩნია პოტენციალი – მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს ინოვაციურ ბიზნეს-მოდელებს, რასაც ასევე დიდი გავლენა ექნება საზოგადოების კეთილდღეობაზე. CBDC-ს გამოშვებით შესაძლებელი იქნება გაიზარდოს ფინანსური შუამავლობის ეფექტიანობა, დაჩქარდეს ახალი ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვა, ხელი შეეწყოს ფინანსურ ჩართულობას“, – მიიჩნევენ ეროვნულ ბანკში.

რეგულატორის აზრით, ასევე შესაძლებელია მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის გაზრდა და ლარიზაციის პროცესის ხელშეწყობა.

სიახლეები ციფრულ ვალუტაში

ამჟამად ქვეყნების ცენტრალური ბანკები ფულის ორ სახეობას უშვებენ: ნაღდი, ყველასთვის ხელმისაწვდომი ფული და „ფული ბანკებისთვის“ – კომერციული ბანკების სარეზერვო ანგარიშები ცენტრალურ ბანკში, რაც მხოლოდ ბანკებისთვისაა ხელმისაწვდომი.

ბიტკოინი და ევრო - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
კრიპტოვალუტების ტრეიდინგი: რა უნდა ვიცოდეთ ამ ბიზნესის შესახებ

ცენტრალური ბანკის ციფრული ფული ასევე შეიძლება ორი სახის იყოს: საცალო (retail) – ნაღდი ფულის ციფრული ანალოგი, მომხმარებლის ფართო წრისთვის ხელმისაწვდომი (მათ შორის მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისთვის), და საბითუმო (wholesale) – „ბანკების ფულის“ ციფრული ანალოგი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საფინანსო ორგანიზაციებისთვის.

საცალო CBDC-ს შეიძლება ვუწოდოთ „სარეზერვო ანგარიშები ყველასთვის“ და მისი საკვანძო სიახლეა ცენტრალური ბანკის ვალდებულებებისთვის ხელმისაწვდომობის გაფართოება.

რა განსხვავებაა ციფრულ ფულსა და კრიპტოვალუტას შორის

კრიპტოვალუტას, ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტისგან განსხვავებით, არა აქვს ფულის მნიშვნელოვანი თვისებები, არა აქვს ემიტენტი, რომელიც გარანტიას მისცემდა მის გამოშვებასა და შემდგომ ბრუნვას.

კერძოდ, კრიპტოვალუტა შეიძლება გადავიდეს ერთი მფლობელიდან მეორე მფლობელთან. მაგრამ, პირველ რიგში, მას არა აქვს გადახდის საშუალების უნარი. მეორეც, კრიპტოვალუტა არ შეიძლება იყოს დანაზოგის საიმედო საშუალება, რადგან მისი ღირებულება ყოველდღიურად და ყოველთვიურად ძალიან მერყეობს, მიიჩნევენ ექსპერტები.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა მოიწონა

და მესამე – კრიპტოვალუტას არა აქვს ემიტენტი, რომელიც გარანტიას მისცემდა მის საიმედოობასა და გამოშვების პროცესის პასუხისმგებლობას და ამ ინსტრუმენტების შემდგომ ბრუნვას.

CBDC-ს სიტუაცია მსოფლიოში

ცენტრალური ბანკების დაინტერესება ციფრული ვალუტის გამოშვების საქმეში თეორიული კვლევებიდან რეალიზაციის ხერხების საგნობრივ განხილვაზე და ვარიანტების ტესტირებაზე გადადის. ეროვნული ციფრული ვალუტის მართომასშტაბიანი გამოშვების სტადიაზე ჯერ არც ერთი ქვეყანა არ გადასულა.

ციფრულ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით 2020 წლის შუა პერიოდში რამდენიმე ქვეყანამ ექსპერიმენტი ჩაატარა, მათ შორის ჩინეთმა, სამხრეთ კორეამ, შვედეთმა (რომელმაც ამ მხრივ მუშაობა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო). ოქტომბრის დასაწყისში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ეროვნული ციფრული ვალუტის შესაძლო გამოშვებისა და ციფრული ევროს თაობაზე ექსპერიმენტების დაწყების შესახებ განაცხადა.

კრიპტოვალუტით ვაჭრობის თაღლითური სქემა საქართველოში: დაკავებულია 11 პირი>>

ციფრული ვალუტის გამოშვების შესაძლებლობის თაობაზე მსჯელობს ინგლისის ბანკიც. ხოლო აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა სწავლობს ტექნოლოგიებს, რომელიც ნაღდი ფულის ციფრული ვარიანტის გამოშვების საშუალებას იძლევა, ამაზე რამდენიმე ფედერალური სარეზერვო ბანკი მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური