ღარიბაშვილი: ულტიმატუმის ენით მთავრობასთან ლაპარაკი არ შეიძლება

© Sputnik / STRINGER„ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების მიტინგი
„ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მიტინგი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აპირებს პირადად შეხვდეს "ნამახვანჰესის" მშენებლობის ინვესტორს და გაერკვეს პროექტის ყველა დეტალში.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ულტიმატუმის ენა, რომლითაც ხელისუფლებასთან ლაპარაკობენ „ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები, სხვა არაფერია, თუ არა „ბნელი 90-იანების" გადმონაშთი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნების კომენტარისას.

„ნამახვანჰესის" მშენებლობის ათასობით მოწინააღმდეგე კვირას თბილისში საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა. მათ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და საკუთარი მოთხოვნების შესრულება მოითხოვეს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ მთავრობასა და თურქულ კონტრაქტორ კომპანია ENKA-ს შორის რიონზე ჰესის მშენებლობის შესახებ კონტრაქტის გაუქმებას, მთავრობის დადგენილების გაუქმებას ამ კომპანიისთვის მიწების ხანგრძლივად გადაცემის შესახებ, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომას, ასევე ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას.

კარვები ნამახვანში - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2021
კომპანია ENKA „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან დიალოგისთვის მზადაა

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს არა მხოლოდ ეკონომიკის მინისტრი, არამედ თურქულ კომპანიასთან შეთანხმებაზე ხელმოწერაში მონაწილე ყველა ადამიანი, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია.

მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების" ულტიმატუმის მოქმედების ვადა დღეს, 12:00 საათზე იწურებოდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციის მონაწილეები თბილისის ცხოვრების პარალიზებით იმუქრებიან.

პრემიერის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის „ნამახვანჰესის" პროექტის შესახებ ობიექტური ინფორმაცია მიეწოდებინა და პროტესტის მონაწილეებთან დიალოგი დაეწყო.

ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიეწოდებინა. ეს მზადყოფნა იყო, არის და კვლავაც გაგრძელდება.

„ასევე შევთავაზეთ პროტესტის მონაწილეებს შესაფერისი დიალოგის ფორმატი. არაერთი მცდელობა იყო ჩვენი მხრიდან, ჩემი პირადი წარმომადგენელი ჩავრთე და გუბერნატორი, მთელი სამინისტროები იყვნენ ჩართული და არიან ჩართული. ამას გარდა, შეგახსენებთ, რომ მოვიწვიეთ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის ამ პროექტის ყველა ნიუანსსა და დეტალს, გარემოზე ზემოქმედების ეფექტებს", – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერის თქმით, თვის ბოლოს ის პირადად შეხვდება კომპანიის ხელმძღვანელს, პროექტის ინვესტორს (Enka Renewables), რათა კიდევ ერთხელ დარწმუნდეს შეთანხმების ყველა პუნქტის სიზუსტეში.

„მინდა გითხრათ, რომ თვის ბოლოს ვხვდები ინვესტორს, კომპანიის დამფუძნებელსა და მფლობელს, რომელიც ეწვევა თბილისს. მე თავად ვარ ჩართული და მსურს გავერკვიო დეტალურად, რომ რამე საწინააღმდეგო არ იყოს ამ ხელშეკრულებაში", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია. თბილისი. 23/05/2021 - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2021
თბილისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან კანონის ყველა დარღვევა აღიკვეთება.

ღარიბაშვილმა „ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ჯანსაღი აზრის მოხმობისკენ მოუწოდა.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი – 5,1 კვადრატული კილომეტრი. ეს ფართობი საქართველოში არსებულ ნებისმიერ კაშხალზე ნაკლებია. მაგალითად, თბილისის წყალსაცავის ფართობი 11,6 კვ.კმ-ია, „ენგურჰესის" – 13,6 კვ.კმ, შაორის წყალსაცავის – 9,1 კვ.კმ. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი".

Enka მოსახლეობის სრული ინფორმირების მიზნით საინფორმაციო კამპანიას იწყებს>>

ამასთან, ხეობაში წყალდიდობის თავიდან აცილების მიზნით კაშხლის საშუალებით წყლის დონის რეგულირება მოხდება.

პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0