თბილისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

© Sputnik / STRINGER„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია. თბილისი. 23/05/2021
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია. თბილისი. 23/05/2021 - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2021
გამოწერა
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში უკვე შვიდი თვეა გრძელდება. მთავრობასთან დიალოგის შედეგად მოხერხდა კაშხლის მშენებლობაზე 9–12 თვის ვადით მორატორიუმის მიღწევა, მაგრამ აქტივისტები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ.

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე, რომელიც „რიონის ხეობის მცველების“ მიერ არის ორგანიზებული, თბილისელებსა და ორგანიზატორებს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები შეუერთდნენ. კერძოდ, დილის 8 საათზე ქუთაისიდან ავტოკოლონა დაიძრა და მას გზადაგზა მანქანები სხვა რეგიონებიდან შეუერთდნენ. მოედანზე უამრავი ადამიანია შეკრებილი. 

© Sputnik / STRINGER„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია. თბილისი. 23/05/2021
თბილისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2021
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია. თბილისი. 23/05/2021

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც.

აქციის მონაწილეები „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტის შეწყვეტას, ჰესის მშენებელი კომპანია Enka-სთან ხელშეკრულების გაწყვეტას და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას მოითხოვენ.

აქციის ორგანიზატორები თბილისში გრძელვადიან აქციას აანონსებენ. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება, რომ დედაქალაქში კარვები გაიშლება და თბილისი პროტესტის ეპიცენტრი გახდება.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია, მის განხორციელებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემა.

© Sputnik / STRINGER„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია. თბილისი. 23/05/2021
თბილისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2021
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია. თბილისი. 23/05/2021

მთავრობამ 24 აპრილს „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9–12 თვის ვადით მორატორიუმი გამოაცხადა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. თუმცა მორატორიუმი არ შეეხება რიონის ხეობაში სხვა სამშენებლო სამუშაოების პროცესს.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობასა და თურქულ კონტრაქტორ კომპანია ENKA-ს შორის დადებული ხელშეკრულება შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს გადაეცა.

ასევე, საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი.

ყველა ახალი ამბავი
0