03:18 02 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7174
  • 100 RUB4.2829
  • USD3.1244
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით (75)
85 0 0

ლომინაძის თქმით, „ნამახვანჰესის“ პროექტი საქართველოს ყოველწლიურ სარგებელს მოუტანს და იმპორტს სრულად ჩაანაცვლებს. მეორე მხრივ, თბილისში 23 მაისს პროექტის საწინააღმდეგო მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების მიზნით Enka აქტიურ საინფორმაციო კამპანიას იწყებს, განაცხადა კომპანია Enka-ს დირექტორმა მერაბ ლომინაძემ პრესკონფერენციაზე.

თურნავა: „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ>>

უკვე ნახევარი წელია საქართველოში „ნამახვანჰესის” გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემა.

„ნათლად ვხედავთ, რომ რიგი ძალები და ადამიანები არსებული სურათის დამახინჯებასა და ადამიანის გრძნობებით მანიპულირებას ცდილობენ აბსოლუტურად შეგნებულად და ძალიან კონკრეტული მიზნებისთვის“, – განაცხადა ლომინაძემ.

მისი თქმით, პროტესტმა ირაციონალური ფორმა მიიღო და მათ არ აქვთ საშუალება, პროტესტის მონაწილეებთან ერთად იმსჯელონ არსებულ საკითხებზე. მან ასევე აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს და იმპორტი სრულად ჩაანაცვლოს, რაც ზამთრის პერიოდში სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

მთავრობამ 24 აპრილს „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9–12 თვის ვადით მორატორიუმი გამოაცხადა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. თუმცა მორატორიუმი არ შეეხება რიონის ხეობაში სხვა სამშენებლო სამუშაოების პროცესს.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის მიმართვის საფუძველზე „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება.

ამის პარალელურად ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციებს არ წყვეტენ. ისინი სხვადასხვა ქალაქში შეხვედრებს მართავენ მოსახლეობასთან. „ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები 23 მაისს თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციის ჩასატარებლად ემზადებიან.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანჰესი“ კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. ეს ფართობი საქართველოში არსებულ ნებისმიერ კაშხალზე ნაკლებია. მაგალითად, თბილისის წყალსაცავის ფართობი 11,6 კვ.კმ-ია, „ენგურჰესის“ – 13,6 კვ.კმ, შაორის წყალსაცავის – 9,1 კვ.კმ. „ნამახვანჰესის“ კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი“ და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი“.

თემები:
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით (75)

მთავარი თემები