„რიონის ხეობის მცველები“ რეგიონების მოსახლეობას მოუწოდებენ, თბილისში აქციას შეუერთდნენ

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. 10/5/2021
საპროტესტო აქცია ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. 10/5/2021 - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
გამოწერა
პროტესტის ორგანიზატორების თქმით, რეგიონების მოსახლეობა ამ შეხვედრებზე უკეთ გაეცნობა პროტესტის შინაარსსა და მიზანს.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ორშაბათს ქობულეთისა და ფოთის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

„ნამახვანიჰესის“ შეჩერებული სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
„ნამახვანჰესის“ მედიაციის პროცესში საერთაშორისო შაუამავალი ჩაერთო

აქციის ორგანიზატორის და საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ვარლამ გოლეთიანის თქმით, შეხვედრები იმართება თბილისში 23 მაისისთვის დაგეგმილი მასშტაბური მიტინგის მომზადების ფარგლებში. გოლეთიანის თქმით, რეგიონების მოსახლეობა ამ შეხვედრებზე უკეთ გაეცნობა პროტესტის შინაარსსა და მიზანს.

„კარვებში ჩვენთან სხვადასხვა რაიონიდან და ქალაქიდან იყვნენ ადამიანები და ათევდნენ ღამეს, დღესაც იქ არიან ეს ადამიანები. იმ ქალაქებსა და რაიონებში, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, მოსახლეობასთან შეხვედრებს თავად გაუწევენ ორგანიზებას, რომ უფრო კარგად გავარკვიოთ ადამიანები პროტესტის შინაარსსა და მიზანში. გადავწყვიტეთ, 23 მაისამდე, შესაძლებლობის ფარგლებში, სადაც მოვახერხებთ, მივიდეთ და დავამყაროთ პირდაპირი კომუნიკაცია“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

პროტესტის ორგანიზატორებმა შეხვედრები გურიის მოსახლეობასთანაც გამართეს.

პროტესტები „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული კონფლიქტის გადაჭრას ევროკავშირის მედიატორი შეეცდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მთავრობა საპროტესტო აქციების მონაწილეებთან შეხვედრის აუცილებლობას ვერ ხედავს.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ, თუმცა ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა“, – თქვა თურნავამ.

მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კაშხალი უახლოეს 12 თვეში არ აშენდება, როგორც ამას მორატორიუმი ითვალისწინებს. ამ პერიოდში სპეციალისტები ტერიტორიას შეისწავლიან.

საპროტესტო აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2021
მთავრობამ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო

უკვე ნახევარი წელია საქართველოში „ნამახვანჰესის” გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემა.

მთავრობამ 24 აპრილს „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9–12 თვის ვადით მორატორიუმი გამოაცხადა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. თუმცა მორატორიუმი არ შეეხება რიონის ხეობაში სხვა სამშენებლო სამუშაოების პროცესს.

ყველა ახალი ამბავი
0