08:43 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ლარის კურსის დაცემა (36)
136 0 0

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსის რყევის ერთ-ერთი მიზეზი თურქული ლირის გაუფასურებაა, აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი სამშაბათისთვის არის 3,4534 GEL/$1.

ეს კურსი ყველაზე დაბალია 2020 წლის 27 მარტის შემდეგ, როდესაც ეროვნული ვალუტა 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.

ეკონომიკის საგანგაშო ვარდნა და ოპტიმისტურად განწყობილი ხელისუფლება>>

ლარის გაცვლითმა კურსმა მკვეთრად შემცირება 2020 წლის მარტში დაიწყო – საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების შემდეგ. სავალუტო ბაზრის დარეგულირების მიზნით ეროვნულმა ბანკმა 2020 წელს 26 აუქციონი გამართა და ჯამში 873,2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. წელს რეგულატორმა შვიდ აუქციონზე უკვე გაყიდა 242,9 მლნ დოლარი.

  • დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო დროს ეროვნული ვალუტის კურსის რყევის ერთ-ერთი მიზეზი თურქული ლირის გაუფასურებაა.

„არის რეგიონში გამოწვევები. საუბარი მაქვს ჩვენ სამეზობლოზე. თურქეთის შემთხვევაში ლირა ერთ დღეში გაუფასურდა 15-16 პროცენტით. შესაბამისად, რეგიონის ეს სიტუაცია გამორიცხულია, რომ საქართველოზე რაღაც დოზით არ აისახოს. საქართველოს ეროვნული ბანკი ძალიან აქტიურად მუშაობს, რომ მოხდეს ფასების სტაბილიზაცია, ინფლაცია ახლოს იყოს ტარგეტირებულ ნიშნულთან“, – განაცხადა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი მთავრობასთან კოორდინირებულად მოქმედებს, რათა თავიდან იქნას აცილებული ლარის კურსის მკვეთრი რყევა.

„ბოლო მოკლევადიან პერიოდში შეინიშნება სტაბილურობა, თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ საკმაოდ რთულ სიტუაციაში არის ქვეყანა პანდემიიდან გამომდინარე. შესაბამისად, ერთ-ერთი მიმართულება არის ის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ვაქცინაციის განხორციელება. ასევე მაქსიმალურად უნდა შევძლოთ ტურიზმის გარკვეული პროცენტული ნაწილის აღდგენა“, – განაცხადა ხუციშვილმა.

ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სწორედ ტურიზმის აღდგენაა ლარის გამყარებისა და საქართველოს ეკონომიკის გამოცოცხლების წინაპირობა.

კოჭლი ლარი
კოჭლი ლარი

ტურიზმი ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი იყო. საქართველოში ტურიზმის რეკორდული მაჩვენებელი 2019 წელს დაფიქსირდა, როდესაც საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, დარგიდან შემოსავალმა კი 3,3 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით იყო ვარაუდი, რომ 2020 წელი უკეთესი იქნებოდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ ტურისტული ინდუსტრიის ყველა გეგმა და მოლოდინი ჩაშალა. 2020 წელს ტურიზმიდან შემოსავალი ყველაზე დაბალი – 427,7 ათასი დოლარი იყო, ხოლო 9 მილიონი ტურისტის ნაცვლად ქვეყანას 2 მილიონზე ნაკლები ადამიანი ეწვია. 

თემები:
ლარის კურსის დაცემა (36)

მთავარი თემები