როდის დაიწყებს ლარი გამყარებას – ფინანსთა სამინისტროს მოსაზრება

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
გამოწერა
ტურიზმის სექტორი, რომელიც ჩვენი ეკონომიკის დაახლოებით 10%-ს შეადგენს, ძალიან დაზარალდა, ეს მიმართულება პრაქტიკულად განულდა, აღნიშნავს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. ტურიზმის აღდგენა საქართველოში, თუნდაც 25%-ით, გავლენას მოახდენს ლარის გამყარებაზე, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.

საქართველოს ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიის მძიმე შედეგებს იმკის, რომელიც აბსოლუტურად ყველა სფეროს შეეხო. ეკონომიკის ვარდნის ტემპები განსაკუთრებით COVID-19-ის მეორე ტალღის დროს დაჩქარდა, რამაც 2020 წელს მშპ-ის 6,2%-ით შემცირება გამოიწვია. ამჟამად ქვეყანაში კვლავ მძიმე ეკონომიკური ვითარებაა, ბიზნესი გაჩერებულია, იზრდება უმუშევრობა. ვითარებას ამძიმებს მოქმედი შეზღუდვები, პოლიტიკური კრიზისი და ეროვნული ვალუტის გაუფასურება.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
ეროვნულმა ბანკმა ვალუტა გაყიდა: მიწოდებამ მოთხოვნას გადააჭარბა

კაკაურიძე მიიჩნევს, რომ თუ მოხერხდება ტურიზმის დაახლოებით 25–30%-ის დაბრუნება და მსოფლიოში პანდემიის რადიკალური ცვლილება არ იქნება, შეიძლება გვქონდეს იმედი, რომ ლარი გამყარებას დაიწყებს.

„წლის მეორე ნახევარში ტურისტული ნაკადები უნდა გაიზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის პროცესი სხვადასხვა ქვეყნებში მეტ-ნაკლებად მიმდინარეობს, მაინც ვხედავთ, რომ პროცესი სრულყოფილად არ მიდის და ძალიან ბევრ ქვეყანას თითქმის იგივე მაჩვენებელი დაუდგა, რა მაჩვენებელიც გასული წლის ე.წ. მეორე ტალღის დროს ჰქონდა“, – აღნიშნა კაკაურიძემ.

მისი თქმით, ეროვნულ ვალუტაზე საუბრისას კარგად უნდა გავაცნობიეროთ ის ზეწოლა, რომელიც პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკაზე მოახდინა.

„ტურიზმის სექტორი, რომელიც ჩვენი ეკონომიკის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენდა, მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, ეს მიმართულება თითქმის განულდა, რამაც ზეწოლა ვალუტის კურსზეც გამოიწვია“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დოლარი, ევრო - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
ისტორიული მაქსიმუმი: საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები გაიზარდა

ტურიზმის რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო დარგის შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, გააჩინა იმედი, რომ 2020 წელი უკეთესი იქნებოდა. თუმცა პანდემიამ ტურისტული ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. 2020 წელს ტურიზმის შემოსავლები 427,7 ათას დოლარამდე დაეცა, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 1,7 მილიონამდე შემცირდა.

ექსპერტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა ტურიზმის გარეშე „გონს ვერ მოვა“.

„ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა ძალიან არის დამოკიდებული ტურისტებზე და ეკონომიკის გახსნის, ტურისტების ჩამოსვლის გარეშე არარეალურია საქართველოს იმ ეკონომიკური ზრდის წარმოდგენა, რომელიც ამ წლისთვის არის დაგეგმილი. პირველ კვარტალში გარანტირებულად იქნება ეკონომიკის ვარდნა და ძნელი წარმოსადგენია, რომ შემდეგ კვარტლებში ეკონომიკა ისეთ დონეზე გაიზარდოს, რომ შედეგად ეკონომიკის ზრდა გვქონდეს“, – განაცხადა ცომაიამ „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში.

ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
თბილისი ვაქცინირებული მოგზაურებისთვის ტურისტული მიმართულებების რეიტინგის სათავეშია

კორონავირუსის პანდემიისგან ყველაზე მეტად ტურისტული სექტორი დაზარალდა, სადაც დაახლოებით 150 ათასი ადამიანია დასაქმებული, ამიტომ ამ სფეროს და ტურიზმთან დაკავშირებული სხვა დარგების დახმარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი ტურისტული სექტორის დახმარება ხელისუფლებამ პანდემიის პირველივე დღეებიდან დაიწყო – შეიმუშავა ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც რამდენიმე ეტაპად ხორციელდება.

თუმცა ტურიზმის სფეროში დასაქმებულები და ექსპერტები აცხადებენ, რომ დახმარება მიზერულია და მას არ შეუძლია იმ რეალური ზარალის კომპენსირება, რომელიც დარგმა და მასში დასაქმებულმა ადამიანებმა მიიღეს.

საქართველოს საზღვრები პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან ნაწილობრივ ჩაკეტილია. მიმდინარე წლის თებერვლიდან ხელისუფლებამ გახსნა საჰაერო საზღვრები და გააფართოვა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც ხანგრძლივი სავალდებულო კარანტინის გარეშე შეუძლიათ ქვეყანაში ჩამოსვლა.

ყველა ახალი ამბავი
0