თბილისი ვაქცინირებული მოგზაურებისთვის ტურისტული მიმართულებების რეიტინგის სათავეშია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
გამოწერა
საქართველოს საჰაერო საზღვარს გადაკვეთენ უცხოელები, რომლებსაც COVID-19-ის ვაქცინაციის სრული კურსი აქვთ გავლილი.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა პორტალმა „ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები“ (European Best Destinations) იმ ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს წარმოადგენენ – რეიტინგში (Best Destination for vaccinated travelers 2021) პირველ ადგილს საქართველოს დედაქალაქი იკავებს. 

 Air Arabia - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
საქართველოს საზღვრები კიდევ ოთხი ქვეყნის მოქალაქეებისთვის იხსნება

თბილისის გარდა, რეიტინგში მოხვდნენ ისეთი ტურისტული მიმართულებები, როგორებიცაა: კოპენჰაგენი, კეფალონია, სევილია, ათენი, სტოკჰოლმი, კანარის კუნძულები, მადეირა და სხვ.

გარდა ამისა, საქართველო მესამე ადგილზეა 2021 წლის უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში (Coronavirus – Safest Destinations to Visit in 2021).

პორტალის მიხედვით, რეიტინგი იმ მიმართულებებს მოიცავს, სადაც კორონავირუსის თვალსაზრისით მოგზაურობა უსაფრთხოა, არ არის კარანტინის საჭიროება და დაცულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.

„საქართველო და, განსაკუთრებით, თბილისი არის ტრადიციულიც და თანამედროვეც, კოსმოპოლიტური, მრავალეთნიკური, ნამდვილად უნიკალური და ავთენტური. საქართველომ ჯანდაცვის კრიზისს ეფექტური და ინოვაციური მიდგომებით პოზიტიურად უპასუხა. როგორც კი COVID-19-ის შემთხვევები შემცირდა და ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდა, ქვეყანამ ვაქცინირებულ მოგზაურებს საზღვრები გაუხსნა“, – აღნიშნულია სტატიაში. 
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2021
გამყრელიძე: ქვეყანაში ვაქცინაცია მარტის პირველ ორ კვირაში დაიწყება

საქართველოში გაუმჯობესებული ეპიდვითარების ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ საჰაერო საზღვრები უცხოელებისთვის 1 თებერვლიდან გახსნა. სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება აქვს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს ვაქცინაციის სრული კურსი და ფლობს ამის დამადასტურებელ დოკუმენტს – მათ აღარ მოეთხოვებათ კარანტინისა და ქვეყანაში ჩამოსვლიდან მესამე დღეს განმეორებითი ტესტირების ჩატარება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში შემუშავებულია და მოქმედებს უსაფრთხოების ნორმები, რათა როგორც მოგზაურების, ასევე ადგილობრივი მოქალაქეების ჯანმრთელობა იყოს დაცული და საერთაშორისო ვიზიტორებმა საქართველოში არდადეგების უსაფართხოდ გატარება შეძლონ.

„ევროპის საუკეთესო მიმართულებები“ (Europian Best Destination) დამოუკიდებელი ტურისტული ორგანიზაციაა, რომლის მთავარი ოფისი ბრიუსელში მდებარეობს. ორგანიზაცია ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა თემატიკის რეიტინგს პერიოდულად აქვეყნებს და მოგზაურებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სანდრო წყაროს წარმოადგენს. 

ყველა ახალი ამბავი
0