საქართველოს საზღვრები კიდევ ოთხი ქვეყნის მოქალაქეებისთვის იხსნება

 Air Arabia - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
გამოწერა
საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება ასევე აქვს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს ვაქცინაციის სრული კურსი და ფლობს ამის დამადასტურებელ დოკუმენტს.

თბილისი, 5 მარტი – Sputnik. თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები საჰაერო გზით საქართველოში შემოსვლას PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეძლებენ, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ზემოთ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებმა საზღვრის კვეთისას ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარმოადგინონ, ჩამოსვლიდან მესამე დღეს კი საკუთარი ხარჯებით განმეორებითი ტესტი ჩაიტარონ.

იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც PCR-ტესტის საფუძველზე საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ, ასევე შედიან რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი და ბელარუსი. მანამდე ასეთი უფლება მოიპოვეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე შვეიცარის, ნორვეგიის, ისრაელის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარისა და თურქეთის მოქალაქეებმა და რეზიდენტებმა.  

ყველა ახალი ამბავი
0