200-ლარიანი კომპენსაციებისთვის განცხადებების წარდგენის ვადა დღეს იწურება

© photo: Sputnikადამიანები
ადამიანები - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის ექვსი თვის განმავლობაში 200-ლარიანი კომპენსაციები გაიცემა

თბილისი, 20 აპრილი - Sputnik. ყოველთვიური 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით განაცხადების წარდგენა 20 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე დაწესებული კოვიდ–შეზღუდვების პერიოდში შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის კომპენსაციების გაცემა 1 იანვრიდან დაიწყო. ყოველთვიური დახმარების მისაღებად რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო. კომპენსაციის ოდენობა ყოველთვიურად 200 ლარს შეადგენს, რომლის გაცემაც ექვსი თვის მანძილზე მოხდება.

გაფიცული მუშები ხარაგაულში - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
რამდენი ადამიანი დატოვა პანდემიამ უმუშევარი საქართველოში

ბოლო მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 203 375  განაცხადია დარეგისტრირებული.

უწყების ცნობით, თუ დამქირავებელი აპრილში აღარ წარადგენს განაცხადს, ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას ავტომატურად გამოიყენებს წინა თვეების განაცხადებს. ასევე, თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა მარტის თვეში ვერ წარმოადგინეს განაცხადები, მათი წარმოდგენა შესაძლებელია 20 აპრილის ჩათვლით, რის შემდეგაც დაქირავებული პირები ისარგებლებენ 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლებით.

განაცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად (1 იანვრიდან ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში),  მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან.

200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებთა კატეგორია გაიზარდა>>

მიმღებთა რეესტრის შემოწმება მომხმარებელს შეუძლია დამოუკიდებლად, განახლებული პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით https://www.rs.ge/kompensacia. ყველა დაინტერესებულ პირს პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეტანით შეუძლია შეამოწმოს, წარადგინა თუ არა დამსაქმებელმა აუცილებელი მონაცემები.

მარტში სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობის დახმარება უმუშევრად დარჩენილმა 130.645 მოქალაქემ მიიღო. ფულადი დახმარების საერთო თანხამ 26,2 მლნ ლარი შეადგინა.

ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
ქვეყნის ყოველი მეხუთე შრომისუნარიანი მოქალაქე უმუშევარია - ახალი სტატისტიკური მონაცემები

ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება აქვთ ოფიციალურად დასაქმებულ ან დეკრეტულ შვებულებაში მყოფ პირებს, თუ ისინი 2020 წელს მინიმუმ ორი თვის განმავლობაში დასაქმებული იყვნენ და იღებდნენ ხელფასს, რომელიც დამსაქმებლის საგადასახადო დეკლარაციით დასტურდება, ხოლო 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით ხელფასი არ მიუღიათ ერთი ან რამდენიმე თვის განმავლობაში. 

კომპენსაციის გაცემა შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის მარტიდან მიმღები პირის ანგარიშზე ხელფასის სახით მინიმუმ 10 ლარი ჩაირიცხება.

ეს პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გაცემის მეორე ეტაპია. პირველ ეტაპზე უმუშევრობის დახმარება 117,8 ათასმა მოქალაქემ მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0