რამდენი ადამიანი დატოვა პანდემიამ უმუშევარი საქართველოში

© photo: courtesy of Ilia Lezhavaგაფიცული მუშები ხარაგაულში
გაფიცული მუშები ხარაგაულში - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გამოწერა
200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ამ დროისათვის რეგისტრირებულია დაახლოებით 200 ათასი ადამიანი, რომლებმაც კორონავირუსის ეპიდემიის გამო სამსახური დაკარგეს.

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში ამ დროისათვის დარეგისტრირებულია 197 502 ადამიანის განაცხადი, რომლებსაც პანდემიის პერიოდში უმუშევრობის კომპენსაციის იმედი აქვთ, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომპენსაციის ოდენობაა 200 ლარი ყოველთვიურად, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში გაიცემა.

ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებთა კატეგორია გაიზარდა

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე დაწესებული კოვიდ-შეზღუდვების პერიოდში შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის კომპენსაციების გაცემა 1 იანვრიდან დაიწყო. ყოველთვიური დახმარების მისაღებად რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო.

დამსაქმებლებმა განაცხადები უნდა წარადგინონ დისტანციურად, თითოეული მომდევნო თვის 20 რიცხვამდე, ნახევარი წლის განმავლობაში მომხმარებლის ავტორიზებული ვებ-გვერდიდან https://eservices.rs.ge/Login.aspx?redirect_url=https://eservices.rs.ge/Login.aspx.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში, ამ შემთხვევაში მარტში, აღარ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას გამოიყენებს წინა თვეების განაცხადებს.

„ამასთან, თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა თებერვლის თვეში ვერ წარმოადგინეს განაცხადები, მათი წარმოდგენა შესაძლებელია 22 მარტის ჩათვლით (ვინაიდან 20 მარტი არასამუშაო დღეა), რის შემდეგაც დაქირავებული პირები ისარგებლებენ 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლებით“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საქართველოში უმუშევრობის კომპენსაცია 106 ათასმა ადამიანმა მიიღო>>

მიმღებთა რეესტრის შემოწმება მომხმარებელს შეუძლია დამოუკიდებლად, განახლებული პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით https://www.rs.ge/kompensacia. ყველა დაინტერესებულ პირს პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეტანით შეუძლია შეამოწმოს, წარადგინა თუ არა დამსაქმებელმა აუცილებელი მონაცემები.

თბილისის ქუჩებში. კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2021
შემოსავლების სამსახური: მოგვაწოდეთ ინფორმაცია არაკეთილსინდისიერ კომპანიებზე

ვის შეუძლია სახელმწიფოსგან კომპენსაციის მიღება

200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ ოფიციალურად დასაქმებულ ან დეკრეტში მყოფ მოქალაქეებს, თუ ისინი 2020 წელს მინიმუმ ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ და იღებდნენ ხელფასს, რომელიც დამსაქმებლის საგადასახადო დეკლარაციით დასტურდება, ხოლო 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის თებერვლამდე პერიოდში შეზღუდვების მოქმედების დროს ერთი ან მეტი თვის განმავლობაში ოფიციალური შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

კომპენსაცია არ გაიცემა საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ეროვნულ ბანკში, მარეგულირებელ კომისიებსა და იმ საწარმოებში დასაქმებულებზე, რომელთა აქციების ნახევარზე მეტი სახელმწიფოს ეკუთვნის.

ყველა დოკუმენტს წარადგენს დამსაქმებელი, რომელიც განაცხადს შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ყოველთვიურად წარადგენს.

კომპენსაციის გაცემა შეწყდება, თუ 2021 წლის მარტის შემდეგ მიმღების ანგარიშზე ხელფასის სახით მინიმუმ 10 ლარი ჩაირიცხება.

ყველა ახალი ამბავი
0