საქართველოს ეროვნული ბანკი მსოფლიოში 2020 წლის საუკეთესო რისკ–მენეჯერად დასახელდა

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
გამოწერა
ერთი კვირით ადრე ავტორიტეტულმა გამოცემა Central Banking–მა ქართული ეროვნული ბანკი ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალურ ბანკად დაასახელა

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საერთაშორისო ავტორიტეტულმა გამოცემა Central Banking–მა საქართველოს ეროვნული ბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ უკვე მეორედ აღიარა, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული ბანკი 17 მარტს ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალურ ბანკად აღიარეს, ხოლო 24 მარტს 2020 წლის საუკეთესო რისკ–მენეჯერის ჯილდო მიიღო.

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს აგრძელებს - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს აგრძელებს

დაჯილდოების ცერემონია ონლაინ ფორმატში ივნისში „საზაფხულო შეხვედრების“ ფარგლებში გაიმართება.

რეგულატორის მონაცემებით, გამოცემამ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა როგორც ეროვნული ბანკის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში რეზერვების მართვის სფეროში გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმები, ისე დროული და ეფექტური ნაბიჯები, რომლებიც 2020 წელს გლობალური და ლოკალური პანდემიის საპასუხოდ გადაიდგა.

„საქართველოს ეროვნული ბანკის მიღწევების მსოფლიო აღიარება საერთაშორისო სავალუტო რეზერვების რისკების მართვის სფეროში მთელი რიგი ინოვაციური მიდგომების დანერგვის ლოგიკური შედეგია“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

რეგულატორი ასევე აღნიშნავს, რომ რეზერვების დაგროვება და ადეკვატური მოცულობით შენარჩუნება ცენტრალური ბანკების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, ვინაიდან სტრესული სიტუაციებით გამოწვეული კრიზისებისაგან ქვეყნის და მისი ფინანსური სისტემის დასაცავად დროდადრო მათი გამოყენების აუცილებელი საჭიროება დგება.

საქართველოში ფულიც გაძვირდა>>

„სწორედ ასეთ სტრესთან გვქონდა საქმე 2020 წელს, როდესაც პანდემიით გამოწვეული უპრეცედენტო პროცესები ფინანსურ ბაზრებზე დაძაბულობაში გადაიზარდა. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება რეზერვების გამოყენების თაობაზე და იმავდროულად, ორმხრივი და მრავალმხრივი ინსტრუმენტებით, მისი ადეკვატური დონის შენარჩუნებისათვის მათ შევსებაზეც იზრუნა“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
საქართველოში ფასები იზრდება - ეროვნულმა ბანკმა მიზეზები განმარტა

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების დიდი ნაწილი ინვესტირებულია დაბალი საკრედიტო რისკის საიმედო და მაღალლიკვიდურ  ფასიან ქაღალდებში.

„ამ მიდგომამ ეროვნულ ბანკს შიდა ბაზარზე აშშ დოლარის საჭირო ლიკვიდობის შეუფერხებლად მიწოდების საშუალება მისცა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Central Banking Publications-ი 1990 წელს ლონდონში დაარსდა. Central Banking-ი წარმოადგენს ფინანსურ მედია–პორტალსა და გამომცემლობას. იგი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. Central Banking-ს ფართო აუდიტორია ჰყავს, რომელიც ძირითადად, მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებს და ფინანსურ მარეგულირებლებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს და ფინანსური სექტორის სხვა წარმომადგენლებს მოიცავს.

ყველა ახალი ამბავი
0