საქართველოში ფასები იზრდება - ეროვნულმა ბანკმა მიზეზები განმარტა

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გამოწერა
პანდემიის გამოწვეული წარმოების შემცირების გამო პროდუქტების გამოშვებაზე საშუალო დანახარჯები გიზარდა, აღნიშნეს ეროვნულ ბანკში

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. საქართველოში ინფლაციის დინამიკაზე მოქმედ ფაქტორებს შორის კვლავ რჩება საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდის ტენდენცია, რომელიც წლის დასაწყისიდან განსაკუთრებით დაჩქარდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

რეგულატორის ინფორმაციით, პირველ რიგში იზრდება ფასები ნავთობსა და კვების პროდუქტებზე.

„პანდემიით გამოწვეული გამოშვების შემცირების გამო პროდუქციაზე საშუალო დანახარჯები გაზრდილია, რაც ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლის კიდევ ერთი წყაროა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის პირობებში ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებულ დონეზე ხანგრძლივად შენარჩუნება, ეროვნული ბანკის თვალსაზრისით, ფასების ზრდაზე დამატებით წნეხს აჩენს.

მიმდინარე წელს ინფლაციის დონის პროგნოზი

თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 3,6% შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული წლის დეკემბრიდან ინფლაციის მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ შეამცირა, რაც დროებითი ხასიათისაა.

„მარტიდან სუბსიდიის დასრულება ინფლაციის მაჩვენებელზე შესაბამისად აისახება. ამ სუბსიდიის საბაზო ეფექტი 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე ზრდის მიმართულებით იმოქმედებს. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4-4,5 პროცენტის ფარგლებში იქნება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

  • პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის (შესაბამისად, 200 კვტ/სთ და 200 მ3) ხარჯების დაფარვის შესახებ.

რეგულატორი მიიჩნევს, რომ მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის ხანგრძლივად შენარჩუნება ინფლაციის მოლოდინების ზრდის რისკებს აძლიერებს, რაც მომავალში, შესაძლოა, ინფლაციის ზრდაში აისახოს.

ეროვნული ბანკის რეაქცია

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 17 მარტს რეფინანსირების განაკვეთის 8-დან 8,5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

  • რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ მოსახლეობას დარტყმას მიაყენებს.

ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა: რამდენი სესხი გაძვირდა

„ეს, რა თქმა უნდა, აისახება იმ ადამიანებზე, რომლებსაც შესაბამისი სესხები აქვთ. ეს 100 ათასზე მეტი ადამიანია, და მათ უძვირდებათ სესხები. გასაგებია, რომ ხელისუფლება გარკვეულწილად ცდილობს შეაკავოს ინფლაცია, მაგრამ არა მგონია, რომ მოცემულ ეკონომიკურ სიტუაციაში ასეთი ზომებით ეფექტიანად მუშაობა შეძლონ. რეფინანსირების განაკვეთის შემცირების არანაირი შესაძლებლობა არ არსებობდა, ეს კარგ ცხოვრებას არ მოუტანია. ეს იძულებითი ზომებია, ქვეყნის ეკონომიკაში სავალალო სიტუაციიდან გამომდინარე“, - განუცხადა Sputnik-საქართველოს ხუხაშვილმა.

მაგრამ ამჟამად ეროვნული ბანკი წლის განმავლობაში პოლიტიკის შემდგომი გამკაცრების საჭიროებას ვერ ხედავს.

ყველა ახალი ამბავი
0