06:15 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
67 0 0

მინისტრის თქმით, უწყებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა ბიზნესთან, ამიტომ სამინისტროს პოლიტიკა მის ყოველდღიურ საჭიროებებზეა ადაპტირებული

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა შეხვდა ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრებს, სადაც ქვეყნის 70 ბიზნეს-ლედი შედის, იუწყება ტელეარხი Imedi.

ეკონომიკური უწყების ხელმძღვანელმა მათ ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების, მათ შორის, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ შესახებ, ექსპორტის, ინვესტიციებისა და მეწარმეობის მიმართულებით. შეხვედრაზე განიხილებოდა ის გზები და ნაბიჯები, რომლებიც ბიზნესს პოსპანდემიური კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.

ეკონომიკის მინისტრმა სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულ ქალებს კოვიდ-პანდემიის პირობებში ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები გააცნო.

„ბიზნესასოციაციების მოსაზრების მოსმენა ყოველთვის საინტერესოა და დღესაც ძალიან საინტერესო და საგნობრივი დისკუსია გაიმართა კონკრეტულ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ქართული ბიზნესი კორონავირუსის პანდემიის შედეგად აღმოჩნდა. ვიმსჯელეთ იმ ნაბიჯებზე, რომლებიც მათ ამ გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება“, – აღნიშნა თურნავამ.

მინისტრის თქმით, უწყებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა ბიზნესთან, ამიტომ სამინისტროს პოლიტიკა მის ყოველდღიურ საჭიროებებზეა ადაპტირებული, რაც განსაკუთრებით აქტუალურია პოსტპანდემიურ პერიოდში.

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.

აღნიშნული პროექტის სხვადასხვა კომპონენტში მონაწილე მეწარმე ქალთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და მონაწილეთა საერთო რიცხვის თითქმის 50%-ს შეადგენს.

მთავარი თემები