Liberty Bank-მა მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად სახსრები მოიზიდა

© Sputnik / STRINGERმოქალაქეები „ლიბერთი ბანკთან“ რიგში
მოქალაქეები „ლიბერთი ბანკთან“ რიგში - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გამოწერა
დაფინანსების მიზანია საქართველოში სამუშაო ადგილების, ლიკვიდურობისა და ბიზნეს-ოპერაციების შენარჩუნება, ასევე ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობა.

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. COVID-19-ის პანდემიის პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) „ლიბერთი ბანკს“ მულტისავალუტო საკრედიტო ხაზს 15-დან 17,5 მილიონ ევრომდე გაუზრდის, ნათქვამია EIB-ს განცხადებაში.

ინვესტიცია წარმოადგენს COVID-19-ზე „ევროპის გუნდის“ საგანგებო რეაგირების ნაწილს, რომლის მიზანია საქართველოში სამუშაო ადგილების, ლიკვიდურობისა და ბიზნეს-ოპერაციების შენარჩუნება, ასევე ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობა.

დღეისათვის ევროკავშირის ბანკმა 290 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა საკრედიტო ხაზებში ქართული საწარმოებისთვის, რითიც ქვეყანაში 54 ათასი სამუშაო ადგილის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად 2020 წელს EIB-მ ქართული ბიზნესის დასახმარებლად 70 მილიონი ევრო გამოყო.

„საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2020
ყველაფერი მცირე ბიზნესისთვის - „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო ხაზი ფართოვდება

„მხოლოდ გასულ წელს COVID-19-ის გამო საქართველოს ეკონომიკის აღსადგენად ჩვენ 170 მილიონი ევრო გამოვყავით – 70 მილიონი ევრო მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის სესხებზე წვდომის გასაადვილებლად და 100 მილიონი ევრო – პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. დღეს კი ევროპის საინვესტიციო ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის უზრუნველყოფილი სესხის როგორც ოდენობას, ისე მიმზიდველობას ზრდის, ვინაიდან საქართველოში არსებული პარტნიორისთვის სესხს ეროვნულ ვალუტაში პირველად გასცემს“, – განაცხადა EIB-ს პრეზიდენტმა ვერნერ ჰოიერმა.

„ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა განაცხადა, რომ ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს დამატებით საკრედიტო შესაძლებლობებს შესთავაზებს.

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2019
საბანკო არითმეტიკა... პესიმისტური პროგნოზი და სარფიანი შედეგი...

„კორონავირუსმა მათ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა და ეს შესაძლებლობა ჩვენს კლიენტებს ლიკვიდურობასთან დაკავშირებული მოკლევადიანი პრობლემების მოგვარებაში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და ქვეყნის ეკონომის აღდგენაში საკუთარი როლის შესრულებაში დაეხმარება. 10 მილიონი ლარის ეკვივალენტური ეს დამატებითი მულტისავალუტო რესურსი სესხების ადგილობრივ ვალუტაში გაცემის შესაძლებლობას იძლევა, რაც ზრდის ჩვენს მოქნილობას საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების უფრო ფართო სპექტრის დაფინანსებისა და მხარდაჭერის თვალსაზრისით“, – განაცხადა ხოდელმა.

EIB-ს კრედიტი ზრდის საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის სესხების ხელმისაწვდომობას საქართველოს საფინანსო სექტორის გრძელვადიანი სტაბილურობისათვის ზიანის მიყენების გარეშე, და შესაძლებლობას – მხარი დაუჭირონ ეკონომიკის აღდგენას პანდემიის შემდეგ გრძელვადიან პერსპექტივაში. „ლიბერთი ბანკისთვის“ გამოყოფილი დამატებითი საკრედიტო ხაზი ასევე მოიცავს 450 ათასი ევროს ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელიც „ლიბერთი ბანკს“ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მომსახურების გაუმჯობესებასა და გაფართოებაში დაეხმარება.

2007 წლიდან ევროკავშირის ბანკმა დაახლოებით 1,85 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა ქართული ეკონომიკის ყველა ძირითად სფეროში, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოებში, მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაში და მწვანე ენერგეტიკის პროექტებში.

Liberty Bank – ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკია 2 მილიარდ ლარზე მეტი მთლიანი აქტივებით და 200 მილიონი ლარის მქონე კაპიტალით. ბანკს გააჩნია ყველაზე მსხვილი საფილიალო ქსელი, რომელიც 360 განყოფილებას და 570 ბანკომატს მოიცავს. ის არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების კუთხით. ბანკში მუშაობს 4600-ზე მეტი თანამშრომელი, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება.

ყველა ახალი ამბავი
0