საქართველოს მოსახლეობას სოფლად ბიზნესის განვითარებაში დაეხმარებიან

© Sputnik / STRINGERსოფელი
სოფელი - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გამოწერა
პროექტების დაფინანსება უზრუნველყოფს ქვეყნის რვა მუნიციპალიტეტის სოფლებში პირობების შექმნას ახალი სამუშაო ადგილების გაჩენისთვის.

თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოში იწყება კონკურსი დამწყები და უკვე მოქმედი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის არასასოფლო–სამეურნეო გრანტების გასაცემად, ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

კონკურსის მიზანია საქართველოს სოფლებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა, სოფლებში სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა, ასევე კლიმატური ცვლილებების შემსუბუქების ღონისძიებების ხელშეწყობა.

სოფელი ყაზბეგის რაიონში - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2020
საქართველოში იწყება საინფორმაციო კამპანია „ჩემი სოფელი“

პროგრამა განხორციელდება რვა მუნიციპალიტეტში: ქედა, ხულო, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო.

თანადაფინანსება გაიცემა შემდეგი კომპონენტების მიხედვით:

სამეწარმეო საქმიანობების დაწყებისთვის და განვითარებისთვის. მინიმალური საგრანტო მოცულობა ერთ ბენეფიციარზე შეადგენს 20 ათას ლარს, ხოლო მაქსიმალური – 300 ათას ლარს, თუმცა თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა თითოეულ პროექტზე განსაზღვრულია არაუმეტეს 170 ათასი ლარით, რომელიც არ აღემატება პროექტის ჯამური ღირებულების 80%-ს.

საწყის ეტაპზე ბიზნეს–საქმიანობისთვის განახლებადი და ენერგოეფექტური რესურსების გამოყენებაზე გათვლილი პროექტები. მინიმალური საგრანტო მოცულობაა 1,5 ათასი ლარი, მაქსიმალური – 30 ათასი ლარი ერთ პროექტზე, რომელიც არ აღემატება პროექტის ჯამური ღირებულების 80%-ს.

პლანშეტი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2020
მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი სოფლებს: პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის კონკურსში განაცხადების მიღება იწარმოებს ორ ეტაპად: განაცხადებისა და ბიზნეს–მოდელის პროექტის მიღება და შეფასება და ბიზნეს გეგმის დეტალური პროექტის მიღება და თანადაფინანსების კომიტეტზე წარდგენა/შეფასება.

პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება პროექტები, რომლებიც უკავშირდება: სამხედრო, ბირთვულ, სპირტიანი და ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს და სახიფათო ნივთიერებების წარმოებას; სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველად და სურსათის წარმოებას; სათამაშო ბიზნესს, აზარტულ თამაშებს; საფინანსო მომსახურებას (მათ შორის სალომბარდო); საქველმოქმედო და რელიგიურ საქმიანობას; ვაჭრობას.

განაცხადები მიმდინარე წლის 31 მარტამდე მიიღება.

ყველა ახალი ამბავი
0