საქართველოს უმსხვილესმა კომპანიამ რესტრუქტურიზაცია ჩაატარა

© courtesy of Georgian Manganeseმანგანუმის გადამამუშავებელი ქარხანა ჭიათურაში
მანგანუმის გადამამუშავებელი ქარხანა ჭიათურაში - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
გამოწერა
რესტრუქტურიზაციის საფუძველზე კომპანიის მწარმოებელი ობიექტები კერძო ფირმებს გადაეცა და ისინი „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით მუშაობენ.

თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. მანგანუმის მომპოვებელი უდიდესი კომპანია საქართველოში „ჯორჯიან მანგანეზი“ (Georgian Мanganese) წყვეტს მუშაობას ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შენობაში, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მანგანუმის მადნის მოპოვების შახტების ოპერატორია, სადაც 3 ათასზე მეტი ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. კომპანია ფლობს ცხრა შახტს, რამდენიმე ფაბრიკა–ქარხანასა და ავტოპარკს.

ჭიათურა - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2020
Georgian Manganese ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის

კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, შენობა საზოგადოებრივ–საგანმანათლებლო ცენტრი გახდება, რომელიც ორიენტირებული იქნება ძირითადად ადგილობრივი ახალგაზრდობისა და ბავშვების მხარდაჭერაზე.

ადმინისტრაციის ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შენობიდან წასვლის მიზეზი კომპანიაში ჩატარებული რესტრუქტურიზაციაა. რესტრუქტურიზაციის საფუძველზე კომპანიის ობიექტები კერძო ფირმებს გადაეცა, რომლებიც „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით მუშაობენ.

კომპანია მიიჩნევს, რომ ეს ბიზნესის წარმოების ეფექტური ფორმაა და ამან ურთიერთობები ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის უფრო მოქნილი გახადა, ხოლო კერძო ფირმების საქმიანობა – უფრო ეფექტური.

Georgian Manganese და გაფიცული მეშახტეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ>>

„ჯორჯიან მანგანეზი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა საქართველოში, რომლის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო–გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005“, კლინიკა „ფერომედი“. კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევრებში და შვიდ ღია კარიერზე.

ყველა ახალი ამბავი
0