Georgian Manganese და გაფიცული მეშახტეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

© Sputnik / Vladimir Umikashviliმეშახტეების შიმშილობა ჭიათურაში
მეშახტეების შიმშილობა ჭიათურაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თითოეული მეშახტისთვის კვების ინდივიდუალური დაფინანსების მოდელი დაინერგება

თბილისი, 27 მაისი -  Sputnik. ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციას შორის შემდგარი შეთანხმება რვა პუნქტს მოიცავს, იუწყება პირველი არხი.

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან შესახვედრად ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ჩავიდნენ. მაღაროელების და დამსაქმებლების შეხვედრა სწორედ მათი მონაწილეობით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აგრეთვე, ჭიათურის ახლად არჩეული მერი გივი მოდებაძე და „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი.

მეშახტეების შიმშილობა ჭიათურაში - Sputnik საქართველო
მეშახტეების შვილები ჭიათურის აქციაზე - მოსწავლეებმა მერიის შესასვლელი ჩაკეტეს

2019 წლის 27 მაისს გამართულ შეხვედრაზე „ჯორჯიან მანგანეზმა“ და გაფიცვაში მონაწილე მაღაროელებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას, – ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზისა“ და ჭიათურელი მაღაროელების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, დღეს მიღწეული შეთანხმების შედეგადაც გადაწყდა, რომ:

1. „ჯორჯიან მანგანეზი“ უზრუნველყოფს მოლაპარაკებების დროს გაცხადებული სტრუქტურული რეფორმების გატარებით, თანამშრომელთა ხელფასების გაზრდას ორ ეტაპად, ჯამურად არანაკლებ 35 პროცენტით, კერძოდ არაუგვიანეს 2019 წლის 1-ლი ივლისისა მოხდება ხელფასის მატება 25 პროცენტით, ხოლო ერთი წლის შემდგომ არაუგვიანეს 2020 წლის 1-ლი ივლისისა მოხდება შემდგომი 10-პროცენტიანი მატება, ხელფასის დღეს არსებულ საბაზისო მაჩვენებელზე;

2. „ჯორჯიან მანგანეზი“ გააუმჯობესებს და განავითარებს შრომის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ ეფექტურ და პრევენციულ ღონისძიებებს;

3. „ჯორჯიან მანგანეზი“ დანერგავს კვების ინდივიდუალურად, თითოეული თანამშრომლისათვის დაფინანსების მოდელს, რაც გულისხმობს კვების თვითორგანიზებასა და თითოეული თანამშრომლისათვის თავისუფალი კვების რაციონის – თავისუფალი არჩევანის კომპანიის მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერას;

4. შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, „ჯორჯიან მანგანეზი“ აანაზღაურებს საგაფიცვო პერიოდს;

5. „ჯორჯიან მანგანეზი“ განაგრძობს საწარმოო ინფრასტრუქტურის განახლებასა და მოდერნიზებას;

6. გაფიცვაში მონაწილე მოშიმშილე პირების გამოჯანმრთელების პერიოდს „ჯორჯიან მანგანეზი“ განიხილავს ანაზღაურებად დროებით შრომისუუნარობად და უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას;

7. „ჯორჯიან მანგანეზი“ და თანამშრომლები წერილობით გააფორმებენ და დეტალურად აღწერენ შეთანხმებულ საკითხებს;

8. წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი შეთანხმება ძალაშია და გააჩნია შესასრულებლად სავალდებულო ძალა“, – აღნიშნულია „ჯორჯიან მანგანეზისა“ და ჭიათურელი მაღაროელების ერთობლივ განცხადებაში.

ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა >>

ჭიათურაში გაფიცვა 15 მაისს 150-მა მეშახტემ დაიწყო. თანდათანობით ეს რაოდენობა სამი ათას კაცამდე გაიზარდა. აქედან ნაწილმა ქალაქის ცენტრში, საკრებულოს მოპირდაპირე მხარეს კარვები გაშალა და შიმშილობა დაიწყო. უფრო მეტიც, ზოგიერთმა პირიც ამოიკერა. გაფიცვა საყოველთაო მასობრივ გამოსვლაში გადაიზარდა. ჭიათურაში შეჩერებულია სასწავლო პროცესი, არ მუშაობს მაღაზიების ნაწილი. ორშაბათს ქუჩებში გამოვიდნენ მოქალაქეები ბავშვებთან ერთად. ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მეშახტეებს და ამერიკული კომპანია Georgian Manganese-ის ჭიათურიდან განდევნას მოითხოვენ.

მეშახტეების მოთხოვნები ოთხი პუნქტიდან შედგებოდა: „ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებულთა ხელფასების მომატება 50%-ით; უკეთესი სადაზღვევო პაკეტი დასაქმებულებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის; გაფიცვისა და მომდევნო პერიოდში ყველა აქტივისტის დაცვა ზეწოლისაგან და მაღაროელთა გაფიცვის კანონიერი უფლების აღიარება; ქალაქში დიდი სატვირთო მანქანების გადაადგილების აკრძალვა. შეიძლება ითქვას, რომ მეშახტეების ყველა მოთხოვნა შესრულებულია.

მეშახტეების შვილები ჭიათურის აქციაზე - მოსწავლეებმა მერიის შესასვლელი ჩაკეტეს >>

მუშაობა Georgian Manganese-ის ყველა საწარმოში შეჩერებულია. ესაა ცხრა შახტი, რამდენიმე ფაბრიკა-ქარხანა და ავტოპარკი.

ადრე კი Georgian Manganese-მა განაცხადა, რომ ხელფასების 50%-იანი მომატების შესახებ მოთხოვნა არარეალურია და მეშახტეები თავისი გაფიცვით უკვე კანონის ფარგლებს ცდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0