11:50 05 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
124 0 0

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან შესახვედრად მინისტრთა კაბინეტის წევრები ჩავიდნენ.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. კომპანია Georgian Manganese-ის ჭიათურის სამთო–გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა აკაკი გურჯიძემ თანამდებობა დატოვა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი ადგილიდან.

ჭიათურაში მასობრივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობა გაფიცული მეშახტეების სოლიდარობის ნიშნად ქუჩებში გამოვიდა.

ჭიათურაში გაფიცვა 15 მაისს 150-მა მეშახტემ დაიწყო. თანდათანობით ეს რაოდენობა სამი ათას კაცამდე გაიზარდა. აქედან ნაწილმა ქალაქის ცენტრში, საკრებულოს მოპირდაპირე მხარეს კარვები გაშალა და შიმშილობა დაიწყო. უფრო მეტიც, ზოგიერთმა პირიც ამოიკერა. გაფიცვა საყოველთაო მასობრივ გამოსვლაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც გაფიცულები დამსაქმებელ კომპანია Georgian Manganese-თან ვერ შეთანხმდნენ.

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან შესახვედრად მინისტრთა კაბინეტის წევრები ჩავიდნენ. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აქციის მონაწილეეებს ამ წუთებში ხვდებიან.

ჭიათურაში შეჩერებულია სასწავლო პროცესი, არ მუშაობს მაღაზიების ნაწილი. ქუჩებში გამოვიდნენ მოქალაქეები ბავშვებთან ერთად. ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მაღაროელებს და ამერიკული კომპანია Georgian Manganese-ის ჭიათურიდან განდევნას მოითხოვენ.

მაღაროელების მოთხოვნები ოთხი პუნქტისგან შედგება: „ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებულთა ხელფასების მომატება 50%-ით; უკეთესი სადაზღვევო პაკეტი დასაქმებულებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის; გაფიცვისა და მომდევნო პერიოდში ყველა აქტივისტის დაცვა ზეწოლისაგან და მაღაროელთა გაფიცვის კანონიერი უფლების აღიარება; ქალაქში დიდი სატვირთო მანქანების გადაადგილების აკრძალვა.

მუშაობა Georgian Manganese-ის ყველა საწარმოში შეჩერებულია. ესაა ცხრა შახტი, რამდენიმე ფაბრიკა-ქარხანა და ავტოპარკი.

„ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურაში მანგანუმის მადნის მომპოვებელი მაღაროების ოპერატორია. ის „ჯორჯიან ემერიქენ ელოის" (Georgian American Alloys) ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის. „ჯორჯიან მანგანეზის" გარდა, ჰოლდინგი აერთიანებს ვარციხის ჰიდროელექტროსადგურსა და კლინიკა „ფერომედს". კომპანიის სათავო ოფისი მაიამიში მდებარეობს.

მანგანუმის მადნისა და კონცენტრატის ექსპორტმა 2019 წლის იანვარ-მარტში 1,8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ამავე პერიოდის მონაცემს სამჯერ აღემატება.

 

მთავარი თემები