„ჯორჯიან მანგანეზი“ თანხმდება გაფიცული მეშახტეების მოთხოვნებზე

© Sputnik / Vladimir Umikashviliმეშახტეების შიმშილობა ჭიათურაში
მეშახტეების შიმშილობა ჭიათურაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჭიათურის მანგანუმის მადნის მომპოვებელი შახტის ოპერატორი კომპანია დასთანხმდა მაღაროელებისთვის ხელფასის 50%-ით ეტაპობრივად მომატებას

თბილისი, 24 მაისი - Sputnik. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“, ჭიათურის მანგანუმის მადნის მომპოვებელი შახტის ოპერატორი, მზადაა, ეტაპობრივად გაუზარდოს ანაზღაურება გაფიცულ მაღაროელებს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაფიცვას შეწყვეტენ და მუშაობას განაახლებენ, განაცხადა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ პირველი არხის ეთერში.

ჭიათურა დღეს: ასობით გაფიცული მაღაროელი, კარვები და „სამართლიანი მოთხოვნები" >>

მაღაროელების გაფიცვა 15 მაისს დაიწყო. თანდათანობით მას ყველა მაღაროელი შეუერთდა - დაახლოებით 3 ათასი ადამიანი. ნაწილმა ქალაქის ცენტრში, რაიონულ საკრებულოსთან, სკვერში, კარვები გაშალა და შიმშილობა გამოაცხადა. ზოგიერთმა გაფიცულმა პირიც კი ამოიკერა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliმეშახტეების შიმშილობა ჭიათურაში
„ჯორჯიან მანგანეზი“ თანხმდება გაფიცული მეშახტეების მოთხოვნებზე - Sputnik საქართველო
მეშახტეების შიმშილობა ჭიათურაში

მოთხოვნები ოთხი პუნქტისგან შედგება: „ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებულთა ხელფასების მომატება 50%-ით; უკეთესი სადაზღვევო პაკეტი დასაქმებულებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის; გაფიცვისა და მომდევნო პერიოდში ყველა აქტივისტის დაცვა ზეწოლისაგან და მაღაროელთა გაფიცვის კანონიერი უფლების აღიარება; ქალაქში დიდი სატვირთო მანქანების გადაადგილების აკრძალვა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliმეშახტეების შიმშილობა ჭიათურაში
„ჯორჯიან მანგანეზი“ თანხმდება გაფიცული მეშახტეების მოთხოვნებზე - Sputnik საქართველო
მეშახტეების შიმშილობა ჭიათურაში

„ოთხი მოთხოვნიდან, პრაქტიკულად, სამი შესრულებულია. ეს არის კვება, ასევე, დაზღვევასთან მიმართებით სხვადასხვა ჰოსპიტალში დამატებით მომსახურების მიღება“, - აღნიშნა ლომინაძემ.

მან დასძინა, რომ გადაწყვეტილია ასევე მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობის აკრძალვის საკითხიც.

„რჩება ხელფასის 50-პროცენტიანი მატების მოთხოვნა. გვაქვს წინადადება, რომ ეს ზრდა მოხდეს ეტაპობრივად და ეს საკითხი შეჯერდეს ჩვენსავე თანამშრომლებთან. არის ერთი გარემოება, რაც ცალსახად უნდა დაკმაყოფილდეს – სამუშაო პროცესი უნდა აღდგეს“, - განაცხადა ლომინაძემ.

© Sputnik / Vladimir Umikashviliმეშახტეების შიმშილობა ჭიათურაში
„ჯორჯიან მანგანეზი“ თანხმდება გაფიცული მეშახტეების მოთხოვნებზე - Sputnik საქართველო
მეშახტეების შიმშილობა ჭიათურაში

როგორც ლომინაძე ხუთშაბათს აღნიშნავდა, მაღაროელების მოთხოვნები კანონის ფარგლებს სცდებოდა და კომპანიის შეთავაზება ხელფასების 25%-ით მომატების შესახებ გადაიხედებოდა, თუ მუშები სამუშაოს არ დაუბრუნდებოდნენ. ამის საპასუხოდ, მაღაროელებმა „ჯორჯიან მანგანეზი“ არაადამიანურ მოპყრობაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქცია განაგრძეს.

მაღაროელების რეაქცია ახალ წინადადებაზე ჯერ არ არის ცნობილი.

© Sputnik / Vladimir Umikashviliმეშახტეების შიმშილობა ჭიათურაში
„ჯორჯიან მანგანეზი“ თანხმდება გაფიცული მეშახტეების მოთხოვნებზე - Sputnik საქართველო
მეშახტეების შიმშილობა ჭიათურაში

„ჯორჯიან მანგანეზის“ ყველა საწარმო გაჩერებულია. საუბარია ცხრა შახტზე, რამდენიმე ფაბრიკა-ქარხანასა და ავტოპარკზე.

„ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურაში მანგანუმის მადნის მომპოვებელი მაღაროს ოპერატორია. ის „ჯორჯიან ემერიქენ ელოის" (Georgian American Alloys) ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის. „ჯორჯიან მანგანეზის" გარდა, ჰოლდინგი აერთიანებს ვარციხის ჰიდროელექტროსადგურსა და კლინიკა „ფერომედს". კომპანიის სათავო ოფისი მაიამიში მდებარეობს.

ჭიათურაში მანგანუმის მადანს 1879 წლიდან მოიპოვებენ.

© photo: Sputnikსაბაგირო ჭიათურაში
„ჯორჯიან მანგანეზი“ თანხმდება გაფიცული მეშახტეების მოთხოვნებზე - Sputnik საქართველო
საბაგირო ჭიათურაში

მანგანუმის მადნისა და მანგანუმის ოქსიდებისა და დიოქსიდების ექსპორტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ექსპორტში. მანგანუმის მადნისა და კონცენტრატის ექსპორტმა 2019 წლის იანვარ-მარტში 1,8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც სამჯერ აღემატება 2018 წლის იმავე პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ყველა ახალი ამბავი
0