დასავლეთ საქართველოში ახალი ელექტროგადამცემი ქსელის მშენებლობა დაიწყო

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsელექტროგადამცემი ხაზი
ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ვიბლიანის განცხადებით, იმ ოჯახებს, ვის საკუთრებაზეც ჯვარი–ხორგას ელექტროგადამცემი გაივლის, კომპენსაციას მაღალი საბაზრო ფასით გადაუხდიან.

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ჯვარი–ხორგას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ფარგლებში ჯვარის (500/220 კვ) და ხორგას (220/110 კვ) ქვესადგურების დამაკავშირებელი 500/220 კილოვოლტიანი 56 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ახორციელებს. 

სვანეთის მთები - Sputnik საქართველო
EBRD საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერებისთვის 90 მილიონ ევროს გამოუყოფს

პროექტის ღირებულება დაახლოებით 16 მლნ ევროა. პროექტის ფარგლებში 271 ანძის დამონტაჟება იგეგმება. პროექტი ხორციელდება EBRD-ს ფინანსური მხარდაჭერით, დასრულება კი მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.

„მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. ჯვარი–ხორგას პროექტის ღირებულება დაახლოებით 16 მლნ ევროა. პროექტი მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილური ენერგომომარაგებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნეს-სექტორისთვის. ჯვარი–ხორგას დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. გარდა ამისა, ყოველივე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც უშუალოდ რეგიონის, ასევე მთლიანად ქვეყნის ენერგომომარაგებას“, – განაცხადა სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

როგორც გუბერნატორის მოადგილემ აღნიშნა, ყველა ოჯახი, ვის საკუთრებაზეც გაივლის ახალი ელექტროგადამცემი ქსელი, მიიღებს კომპენსაციას მაღალი საბაზრო ფასით, რომელიც დაადგინა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ. მესაკუთრეებისთვის გადახდილი საკომპენსაციო თანხების ჯამი 4 მილიონამდე ლარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0