EBRD საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერებისთვის 90 მილიონ ევროს გამოუყოფს

© Sputnik / Denis Aslanovსვანეთის მთები
სვანეთის მთები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფინანსო ინსტიტუტსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარე წლის ივნისშია დაგეგმილი

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) მაღალმთიან სვანეთში ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების მასშტაბურ პროექტს დააფინანსებს და  საქართველოს მთავრობასთან როგორც კრიზისულ, ისე პოსტკრიზისულ პერიოდშიც აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს, იუწყება მთავრობის პრესსამსახური.

EBRD აპირებს 90 მლნ ევროს გამოყოფას. ეს თანხა სვანეთში 500/220/35 კვ ნენსკრას ქვესადგურის, ნენსკრა-მესტიის ელექტროგადამცემი ხაზის, 500 კვ ლაჯანური-წყალტუბოს, 220 კვ წყალტუბო-ნამახვანისა და ნამახვანი - ტვიში - ლაჯანურის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოხმარდება.

ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
როგორ იმოქმედა კორონავირუსმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაზე

მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესაბამის ხელშეკრულებას ივნისში გააფორმებენ. კომპანია, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს, ტენდერის შედეგად გამოვლინდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული ვიდეოკონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ხელმძღვანელობით, ასევე EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი, ბანკის მმართველი დირექტორი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მატეო პატრონე.

აღინიშნა EBRD-ის, როგორც საქართველოს ძლიერი პარტნიორის როლი, საჯარო და კერძო სექტორთან თანამშრომლობის კუთხით. შეხვედრისას ითქვა, რომ მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც მომდევნო პერიოდში ბანკის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების რეფორმას და საქართველოს ელექტროსისტემის კორპორატიზაციის საკითხებს შეეხება.

EBRD თბილისის მეტროს რეაბილიტაციას 75 მილიონი ევროთი დააფინანსებს >>

აგრეთვე, საუბარი შეეხო ენგურის რეაბილიტაციის, ბაკურიანის მუნიციპალიტეტისა და სხვა მუნიციპალური მხარდაჭერის პროექტებს.

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
ეკონომიკის მინისტრი EBRD-ს პროგნოზს პესიმისტურად მიიჩნევს

შეხვედრისას, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს EBRD-ის მიერ ქართული ბანკებისა და სხვა ბიზნესსტრუქტურებისთვის გამოყოფილ დაფინანსებას, რომელთა ხელშეწყობაც, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მთავრობისთვის პრიორიტეტულია.

EBRD-ი საქართველოს მთავრობასთან პოსტკრიზისულ პერიოდშიც აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს, დაეხმარება ქვეყანას ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპის დასაბრუნებლად, ხოლო ქვეყნის განვითარებისკენ მიმართული მიმდინარე ერთობლივი პროექტები კი შეუფერხებლად განხორციელდება.

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში ოპერირების დაწყების მომენტიდან ბანკმა 249 ფინანსურ, კორპორაციულ და ენერგეტიკულ პროექტში 3,7 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა. ინვესტიციების 87% კერძო სექტორზე მოდის.

 

ყველა ახალი ამბავი
0