09:19 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
595 0 0

ადამიანი უნდა იღებდეს სესხს, მას უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა, მაგრამ ისე, რომ მერე მას კრედიტის გასტუმრება შეეძლოს, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა

თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. ამ მომენტისთვის სესხები მოსახლეობის 67%-ს აქვს და ეს მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მაღალი, ისტორიული მაჩვენებელია, განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ეკონომიკურმა კრიზისმა და კორონავირუსის პანდემიამ, დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მოქალაქეთა გადახდისუნარიანობაზე. თუმცაღა შეზღუდვების პერიოდში მთავრობამ შეაჩერა მოქალაქეებისთვის სესხებზე გადახდები, მოგვიანებით მათ სამსახურის დაკარგვის მიუხედავად გაზრდილი თანხის გადახდა მოუწიათ.

„უიმედო სესხები 2019 წლის ბოლომდე 4.4% იყო და ახლა 8%-ია. მე ვფიქრობ, რომ ეს მაჩვენებელი 10-11 პროცენტზე ავა, მაგრამ მართვადი იქნება“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სასესხო დავალიანების თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება დაასახელა.

„რა თქმა უნდა, ადამიანმა უნდა ისესხოს, მას ამის საშუალება უნდა ჰქონდეს, მაგრამ უნდა ისესხოს ისე, რომ სესხის უკან დაბრუნება შესძლოს. ადამიანს სესხის მომსახურება უნდა შეეძლოს“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მისი განცხადებით, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს რომ არ მიეღოთ ზომები, ახლა მდგომარეობა გაცილებით სავალალო იქნებოდა.

1 დეკემბრისთვის საქართველოს მოქალაქეებს ბანკების წინაშე მხოლოდ 1,3 მილიონ სამომხმარებლო კრედიტზე 4,6 მილიარდი ლარის დავალიანება ჰქონდათ. კრედიტების აღების პიკი მიმდინარე წლის მარტსა და აგვისტოში იყო.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წელს საბანკო დავალიანება ჩამოეწერათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში იყვნენ მოხვედრილი. „შავ სიაში" შედიან ადამიანები, რომლებიც დროულად არ ფარავენ საბანკო დავალიანებებს, რა დროსაც გროვდება დიდი ჯარიმები და ვალის მთლიანი მოცულობა იზრდება. მაშინ 600 ათასი მოქალაქის საბანკო დავალიანებები დაიფარა.

მაშინვე ეროვნულმა ბანკმა კრედიტებზე სპეციალური რეგულაციები დააწესა. კერძოდ, ბანკებსა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებს სესხების გაცემა მხოლოდ კრედიტის აღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალურად გაანალიზების შემდეგ შეუძლიათ. გარდა ამისა, დაწესებულია საკრედიტო დავალიანების ყოველთვიური გადახდის ლიმიტი, დაკრედიტების ვადები და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის დოლარში გაცემა.

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა >>

სესხის გაცემის ახალი წესების თანახმად, სხვა სიახლეებთან ერთად დადგენილია დაკრედიტების მაქსიმალური ვადები. იპოთეკური სესხი გაიცემა არაუმეტეს 15 წლის ვადით, ქონებით გამყარებული სამომხმარებლო სესხი – არაუმეტეს 10 წლის ვადით, ავტოკრედიტი – მაქსიმალური 6 წლის ვადით, სხვა სახის კრედიტები – მაქსიმალური 4 წლის ვადით.

მთავარი თემები