03:50 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (899)
79 0 0

თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა განმარტა, რატომ არის აუცილებელი წერტილოვანი შეზღუდვების გზით ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია და რას მიიღებს ქვეყნის ეკონომიკა წინააღმდეგ შემთხვევაში.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თუ წერტილოვანი შეზღუდვები არ დაწესდება, ეკონომიკა თავისით გაჩერდება, განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრეს-კლუბში.

გაუძლებს თუ არა ქვეყნის ეკონომიკა ახალ შეზღუდვებს – ექსპერტის მოსაზრება>>

როგორც ჭარაიამ განმარტა, თუ წერტილოვანი რეგულაციებით ინფიცირების შემცირება დღესვე არ მოხდა, ხვალ და ზეგ კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით მივიღებთ უკონტროლო სიტუაციას. ვირუსის გადადების დღიური მაჩვენებელი 10 ათასამდეც გაიზრდება. ეს გააუარესებს ადამიანის გადარჩენის მაჩვენებელს, რაც, თავის მხრივ, აუცილებლად აისახება ეკონომიკაზე.

ვახტანგ ჭარაიას აზრით, კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად ეკონომიკა თავისით იმიტომ გაჩერდება, რომ თუ ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს ექნება ვირუსი, უბრალოდ ვიღაც შიშის გამო, ვიღაც კი იმის გამო, რომ უკვე დაინფიცირებულია, ვერ გავა სამსახურში, ვერ მოემსახურება თავის კლიენტს. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა ვერანაირად ვერ შეძლებს ამ სიტუაციის მართვას. შესაბამისად, მას მოუწევს ბევრად მეტი ფულადი რესურსის ხარჯვა და ბევრად ნაკლები შემოსავლის მიღება ეკონომიკიდან, ვიდრე ის მიიღებდა ჩვეულებრივ შემთხვევაში.

„თავისით რომ არ დაგვიდგეს ეს უარყოფითი მოვლენა, როდესაც ბუნებრივად გახდება „ლოკდაუნი“ ჩვენი რეალობა, ჩვენ უნდა შემოვიღოთ წერტილოვანი შეზღუდვები, რათა მინიმალური დანაკარგებით დავძლიოთ ეს გამოწვევა. ეს არის ერთადერთი გამოსავალი და საუბარი იმაზე, რომ სულ ერთია, ლოკდაუნი მოგვკლავს თუ კორონა – ძალიან უტრირებულია“, – აღნიშნა ჭარაიამ.

საქართველოში საზოგადოების ნაწილი წერტილოვანი შეზღუდვების შემოღების წინააღმდეგია, რადგან მიიჩნევს, რომ ამით პანდემიისგან ისედაც დაზარალებულ ბიზნესს შემოსავალი კიდევ უფრო მოაკლდება.

გახარია: მკაცრ ლოკდაუნს აღარ გამოვაცხადებთ, ქვეყნის ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს>>

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმღვანელის ამირან გამყრელის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა რეგულაციების დამატებისა და მათი გამკაცრების საფუძველს იძლევა.

საკოორდინაციო საბჭო წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოესი ორი დღის განმავლობაში მიიღებს.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება. მთავრობაში აცხადებენ, რომ სრული „ლოკდაუნის“ გამოცხადება არ იგეგმება, თუმცა არსებული შეზღუდვები გამკაცრდება და, შესაძლოა, ახალი შეზღუდვებიც დაწესდეს.

მთავრობა რესტორატორებს შეხვდა: სრული „ლოკდაუნი“ არ იგეგმება>>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 111.818-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 92.215 ადამიანი, გარდაიცვალა 1.051 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (899)

მთავარი თემები