მაჭავარიანი: ბიუჯეტის გამო მაინც უნდა შევიდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში

© Sputnik / Vladimir Umikashviliივანე მაჭავარიანი
ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინანსთა მინისტრის აზრით, 2021 წლის ბიუჯეტის განხილვა მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად იმიტომ იძენს, რომ მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის ადამიანების სიცოცხლე.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში შევიდნენ და 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვაში მიიღონ მონაწილეობა, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჯავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

როგორ აფასებენ სავალუტო ფონდის მისიის ანგარიშს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში>>

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მის არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე. მმართველ პარტიაში არჩევნების გაყალბებას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ იგი თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა.

ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
ფინანსთა მინისტრი: 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს პარლამენტი დეკემბერში განიხილავს

„დარწმუნებული ვარ, რომ დიალოგის რესურსი არსებობს. არაფერზე რომ არ იყოს თანხმობა და ვერაფერზე ვერ შეჯერდნენ, მგონია, ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში, იმიტომ რომ ბიუჯეტი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დოკუმენტია, რომელსაც პარლამენტი წლის განმავლობაში განიხილავს. და მისი აქტუალობა დღეს ისეთი მაღალია, როგორც არასდროს ამ პანდემიისა და კრიზის პერიოდში“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის განცხადებით, არასდროს ისე მნიშვნელოვანი არ ყოფილა ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვები და მისი დამტკიცება, ლეგიტიმაცია, როგორც ახლა, და როცა ოპოზიცია საუბრობს დიალოგზე, მაგრამ ულტიმატუმით საუბრობს, ეს ერთმანეთს გამორიცხავს და იგივეა, რაც „ცხელი თოვლი“.

„დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“ – საქართველოს პრემიერი საპროტესტი აქციებს ეხმაურება>>

რაც შეეხება თვითონ დოკუმენტს, მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით დამაიმედებელი ინფორმაცია ვრცელდება, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მაინც 4.3% ეკონომიკური ზრდის პროგნოზით დაიგეგმა.

ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
მაჭავარიანი: სტიმული მუშაობს და ეკონომიკას კრიზისიდან გამოსვლაში ეხმარება

„დეფიციტის პარამეტრი შენარჩუნდება კვლავაც მაღალი, იმიტომ რომ 2021 წელს მნიშვნელოვანი იქნება როგორც ფისკალური სტიმულის შენარჩუნება, ასევე ჯანდაცვის მაღალი ხარჯებიც, რომლითაც 2020 ხასიათდებოდა. აქ შედის როგორც კარანტინის, ისე მკურნალობის და ტესტირების ხარჯები. რაც მთავარია, მე იმედი მაქვს, რომ ვაქცინის ხარჯებიც შევა – რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება ბევრი, იმიტომ რომ ეს იქნება ალბათ ყველაზე ეფექტური ხარჯები, რაც უმოკლეს დროში გაგვიწევია“, – განაცხადა მინისტრმა.

მაჭავარიანის თქმით, ფინანსთა სამინისტრო 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განსახილველად საქართველოს პარლამეტს 30 ნოემბრისთვის წარუდგენს.

ყველა ახალი ამბავი
0