ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაყიდა

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით გაზაფხულიდან ეროვნულმა ბანკმა უკვე 21 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 709 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2 ნოემბერს მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა, რომელზეც 60 მილიონი დოლარი გაყიდა, ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 3.2439 შეადგინა, იუწყება ეროვნული ბანკი.

სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით გაზაფხულიდან ეროვნულმა ბანკმა უკვე 21 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 709 650 000 დოლარი გაყიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ დღევანდელ აუქციონზე ბანკმა წელს პირველად გაყიდა 60 მილიონი დოლარი, მანამდე რეგულატორს გასაყიდად ერთჯერადად 40 მილიონზე მეტი არ გამოუტანია.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 3 ნოემბრისთვის აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა ნიშნულზე 3.2438GEL/$1. 

ეროვნული ვალუტა - Sputnik საქართველო
რატომ არ მოქმედებს ლარის კურსის დინამიკა ფასებზე: გვენეტაძის განმარტება

ლარის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა 3.4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.

ეროვნულმა ბანკმა არაერთხელ განაცხადა, რომ გამოიყენებს მის განკარგულებაში არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და სააღრიცხვო განაკვეთებს.

სავალუტო აუქციონებთან ერთად ეროვნული ბანკი ზედმეტი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ასცდება, ეროვნული ბანკი გარკვეულ თანხაზე უცხოური ვალუტით ვაჭრობაში მონაწილეობს.

გარდა ამისა, წელს ეროვნული ბანკი ინტერვენციისთვის იყენებს ვალუტას, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებს.

რა იქნება საქართველოს ეკონომიკის ზრდის მიზეზი 2021 წელს >>

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 1 ოქტომბრიდან ქართული სავალუტო ბაზარი Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0