15:42 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (838)
45 0 0

ეკონომიკის მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ციფრული დერეფნისა და მონაცემთა დამუშავების ცენტრების განვითარებაში ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას განიხილავს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო მაღალი დონის დისკუსიის მსვლელობისას.

საქართველოში მსხვილი IT-კომპანია შემოდის>>

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, თურნავამ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. დისკუსიაში „ციფრული ევროპა და ცენტრალური აზია: გახსნილი მომავლისთვის“ ასევე მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ანა ბიერდე და მახტარ დიოპი, აგრეთვე რეგიონის ქვეყნების საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლები.

„საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გამომდინარე ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან და ლიბერალური და მიმზიდველი ბიზნეს-გარემოდან, გახდეს რეგიონული ციფრული ჰაბი, რომელიც დაეხმარება მას, დაძლიოს საერთაშორისო მონაცემებთან წვდომისა და ქვეყანაში IT–შესაძლებლობების განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, მთავრობა საქართველოს ციფრული დერეფნისა და მონაცემთა დამუშავების ცენტრების განვითარებაში განიხილავს ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას, რომელიც არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონს მოემსახურება.

თავის გამოსვლაში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით. მათ შორის მინისტრმა ისაუბრა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც კომპანიებს ეძლევა საშუალება, მიიღონ „საერთაშორისო კომპანიის" სტატუსი, ხოლო საერთაშორისო კომპანიებს უქმნის კომფორტულ პლატფორმას საქართველოში სამუშაოდ.

საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრია ერთ-ერთია, სადაც მომუშავე კომპანიებს ეს შეღავათი ეხება.

მინისტრის შეფასებით, შეღავათები ადგილობრივ კომპანიებს განვითარებისა და გაფართოების სტიმულს გაუჩენს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების გაჩენას. მისი თქმით, ამით იქმნება დამატებითი შესაძლებლობა – საქართველოში საქმიანობით დაინტერესდნენ მსხვილი საერთაშორისო კომპანიები და ქვეყანამ როგორც საკანონმდებლო, ისე საგადასახადო ბაზით კონკურენცია გაუწიოს სხვა მსხვილ მსოფლიო ფინანსურ ჰაბებს.

თურნავა: ჩვენი ეკონომიკა მეორედ ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს>>

კიდევ ერთი ინიციატივა, რომელზეც ნათია თურნავამ აქცენტი გააკეთა, არის საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა და პროექტი Log in Georgia, რომელიც საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მოამზადა. პროექტი უზრუნველყოფს რეგიონებში ფართოზოლიან ინტერნეტ-ქსელებთან ხელმისაწვდომობას.

მინისტრის განცხადებით, ხარისხიანი და უწყვეტი ინტერნეტ-კავშირის საჭიროება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი ციფრულ პლატფორმებზე მუშაობის რეჟიმში გადავიდა. მისი თქმით, Log in Georgia-ს პროექტის ფარგლებში მოსახლეობის ინტერნეტთან წვდომის გაუმჯობესებაზე მიმართულია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის – საქართველოში ფართოზოლიანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერა.

ნათია თურნავამ ასევე დეტალურად ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის განვითარებისთვის. მინისტრმა ისაუბრა ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტზე, რომელიც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მიმდინარეობს და მის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე, მათ შორის სტარტაპების მხარდაჭერისა და მათი საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის ხელშეწყობის მიმართულებით.

ქართულ სოფლებში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის გაყვანა დაიწყება>>

დისკუსიისას აღინიშნა, რომ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, მსოფლიოს სხვა რეგიონების მსგავსად, COVID-19-ის პანდემიამ ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის დაჩქარებას შეუწყო ხელი. ამავე დროს გამოკვეთა ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს რეგიონის ქვეყნებში ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით და დღის წესრიგში დააყენა როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერის მიზნით დამატებითი ინვესტიციის განხორციელების აუცილებლობა, რათა ქვეყნებმა არა მხოლოდ წარმატებით შეძლონ პანდემიასთან ბრძოლა, არამედ შეუფერხებლად განაგრძონ სტაბილური განვითარება.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (838)

მთავარი თემები