17:27 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (799)
9010

საქართველოს მთავრობამ კომპანიებისთვის, რომლებიც დაკავშირებული არიან საზღვაო ბიზნესთან და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროსთან, საშეღავათო რეჟიმი გასულ კვირაში დააწესა.

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. ამერიკულ IT–კომპანია EPAM-ს საკუთარი ბიზნესი საქართველოში გადმოაქვს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. 

საქართველოს მთავრობამ გასულ კვირაში საერთაშორისო კომპანიებისთვის საშეღავათო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო, რათა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ბიზნესის სულ უფრო მეტი წარმომადგენლის მოზიდვა მოხდეს.

„საქართველოში შემოვიდა ძალიან მსხვილი ამერიკული IT–კომპანია – EPAM. კომპანია საქართველოში თავისი ბიზნესის რელოკაციას ახდენს. მან უკვე ჩამოიყვანა 30-მდე თანამშრომელი და საქართველოში თავისი ოფისის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა თურნავამ ჟურნალისტებთან.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ კომპანია საქართველოში ათასამდე მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს შექმნის.

თურნავას თქმით, აღნიშნული შესაძლებელი გახდა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც გარკვეული დარგის კომპანიებისთვის მოგების და საშემოსავლო გადასახადის 5%-ით შემცირებას გულისხმობს.

მთავრობამ გამოსცა დადგენილება საერთაშორისო კომპანიების სტატუსის განსაზღვრის, „საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსის მქონე პირისათვის ნებადართული საქმიანობის სახეებისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების შესახებ. უკვე ცნობილია, თუ საქმიანობის რომელ სფეროებს შეეხება იგი, როგორი იქნება შეზღუდვები და შეღავათები.

პირველ რიგში, საუბარია საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებულ კომპანიებზე, ასევე IT–კომპანიებზე. ორივე მიმართულებას მთავრობა მსოფლიო ეკონომიკის და ასევე საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (799)

მთავარი თემები